მოსაზრება: საქართველოს მთავრობას ირანის შესახებ პოზიცია აშშ-სგან ძვირი დაუჯდება
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ირანის ომი
ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე. მისი თქმით, ამ განცხადებაში მან საქართველოს ხელისუფლების ირანისადმი მხარდაჭერა დაინახა.
28 თებერვალს, დილით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე სარაკეტო თავდასხმები, სერიოზული მზადების ფონზე განხორციელდა. ამ დროისთვის აშშ-ს რეგიონში გამანადგურებლებისა და სამხედრო გემების უზარმაზარი ფლოტი ჰქონდა თავმოყრილი.
ესკალაციის მთავარი მიზეზი გახდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნა, მიეღწია შეთანხმებისთვის ირანთან ბირთვულ პროგრამის შემცირებაზე. ტრამპმა ირანს ომი გამოუცხადა ასევე იმიტომ, რომ ხედავს ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლის შესაძლებლობას, ბოლო დროს ირანში განვითარებული ფართომასშტაბიანი ეროვნული პროტესტების ფონზე.
საქართველოს ხელისუფლებამ ირანს სამძიმარი გამოუცხადა ალი ხამენეის მკვლელობის გამო.
გია ხუხაშვილი: “პირველ რიგში, ეს არის წყალ-წყალა განცხადება, ე.ი. “არც მწვადი დავწვა და არც შამფური“.
ჯერ ერთი, კონსტიტუციაში გვიწერია, სად არის ჩვენი უსაფრთხოების [ადგილი], რომელ სისტემაში ვართ და მის მიმართ თუნდაც მეტი პატივისცემა რომ გამოსჭვიოდეს, ცუდი არ იქნება, მაგრამ აქ, მთავარი ერთი სიტყვაა – ამ განცხადებაში რომ არ ყოფილიყო “სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს“ და იქვე “ირანის რესპუბლიკას“ , ეს “ირანის რესპუბლიკა“ ანუ რეჟიმი რომ არ ყოფილიყო, მაშინ, ეს წერილი ჩაიხრიგინებდა და მეტი არაფერი, მაგრამ [სამძიმარი] “ირანის რესპუბლიკას“ ნიშნავს რეჟიმის პირდაპირ მხარდაჭერას.
რეჟიმს უცხადებენ სამძიმარს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთი კვირით ადრე ირანის რეჟიმის ფერებში რომ შეგვიღებეს ანძა. ხაზს ვუსვამ, არა ირანის სახელმწიფოსი, იმიტომ, რომ სახელმწიფო დროშა სხვანაირია.
ირანის რეჟიმის ფერებში შეღებეს თბილისში ანძა, რაშიც დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩანდა და ამას ძალიან კარგად იმახსოვრებენ ამერიკელები. შენ თან გინდოდეს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება და ამ ვითარებაში ასეთ წყალ-წყალა განცხადებებს აკეთებდე არასწორი აქცენტებით, რა თქმა უნდა ეს ძვირი დაუჯდებათ“