კომენტარი: აქციის მონაწილეების საქმეებში არა თუ საკმარისი მტკიცებულებები არ არის, მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს
აქციის მონაწილეების საქმეები
სასამართლო პროცესები ვითომ წესრიგის დასაცავად დახურეს, სინამდვილეში კი, “ქართულ ოცნებას“ უნდა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ ჰქონდეს, რადგან ასე მარტივად მოატყუებს, პროპაგანდით გამოკვებავს მას და ისეთ ტყუილ რეალობას შექმნის – ასე აფასებს იურისტი ნიკა სიმონიშვილი საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული პირების სასამართლო პროცესებს.
სიმონიშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ დაინახა რა, რომ საზოგადოება სრულ ინფორმაციას იღებდა იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზებში ხდებოდა, სხდომების ვედეო, ფოტო და აუდიო ჩაწერა-გადაღება ამის გამო შეზღუდა.
მისივე შეფასებით, “ქართულ ოცნება“ ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით – იქნება პოლიტიკური ოპონენტი თუ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე ნებისმიერ მცირე საბაბს ეძებს, რათა ადამიანები გაამწაროს და პრობლემები შეუქმნას.
სიმონიშვილი ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებას მისთვის მისაღები მედიასაშუალების მიმართ სხვა საგადასახადო პრაქტიკა აქვს და განსხვავებული საგადასახადო პრაქტიკა მოქმედებს ხელისუფლებისთვის არასასურველი მედია ორგანიზაციების მიმართ. მან ამ კონტექსტში გამოცემა “ბათუმელების“ ანგარიშისთვის ინკასოს დადების გადაწყვეტილება შეაფასა.
● გამოცემა “ბათუმელების” ანგარიშებს ინკასო დაადეს. მედიის გადასარჩენად მკითხველები გაერთიანდნენ
● ევროპარლამენტი: კურსის შეცვლამდე საქართველო EU-ს წევრი ვერ გახდება
● “გამოვხატავთ სურვილს, ტრამპმა გაანადგუროს “დიფ სთეითი“, რადგან ის დაანგრევს ევროპასაც” – ირაკლი კობახიძე

ნიკა სიმონიშვილი: “საზოგადოებას წაერთვა უფლება სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიიღოს, ხოლო ბრალდებულებს წაერთვათ შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებას მათი უდანაშაულობა აჩვენონ.
ზოგიერთ შემთხვევაში პროცესი იმის გამო დაიხურა, რომ მოსამართლეს რაღაც არ მოეწონა.
სასამართლო პროცესებზე ვხედავდით, რომ საქმეებში საკმარისო მტკიცებულებები არ იყო კი არა, არამედ მტკიცებულებები არ არსებობდა! დაკავებულებს ჯგუფურ დანაშაულში ედავებიან და პროკურატურა ამას ვერ ადასტურებს. ვერ ადასტურებს ძალადობას. ამიტომ პროპაგანდისტულმა მედიამ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტი გაავრცელა, რომ თითქოს ერთ-ერთ ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა, ამ დროს საქმეში დანა საერთოდ არ ფიგურირებს. იმის გამო, რომ მათ არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდათ, “ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ კონტროლირებულმა მედიამ ტყუილების გავრცელება დაიწო.
როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ არა კადრებით, ვიდეოებით და კონკრეტული ფოტოებით
“ქართული ოცნება“ მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებამ ინფორმაცია არ მიიღოს, ასევე ინფორმაცია ქვეყნის გარეთ არ გავიდეს ისე, როგორც ეს არის. ეუთო/ოდირი დამატებით მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა, რომელიც ამ საქმეებზე სწორ შეფასებას დადებდა. რაც შესაძლებელია ინფორმაცია დარბაზებიდან ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვებით გამოდის. ადგილობრივი ორგანიზაციები ამას აკეთებენ, მაგრამ ეუთო/ოდირი, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, დამატებით მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. “ოცნებას“ ამის მოსპობა უნდა.
“ბათუმელები“ ის მედიასაშუალებაა, რომლის ხელმძღვანელი ხელისუფლებამ ტყვედ აიყვანა და ამის მიუხედავად, ის ბრძოლას განაგრძობს. “ბათუმელების“ ანგარიშზე ინკასოს გამოყენება იმ პოლიციელის საქმიანობას უკავშირდება, რომლის მიმართ “ძალადობის“ გამოც მზია ამაღლობელი დააკავეს. მას შემდეგ რაც “ბათუმელების“ მიერ გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი კონკრეტილ ბარში მარიხუანას მოხმარების შესახებ, შემოსავლების სამსახურმა ინკასოს დადების ფინანსური ინსტრუმენტი გამოიყენა.
მაშინ როდესაც “იმედთან“ და “რუსთავი2“-თან დაკავშირებით საგადასახადო შეთანხმებებს იყენებს, შემოსავლების სამსახურს “ბათუმელებთან“ იგივე ფინანსური მექანიზმი არ გამოუყენებია. სახელმწიფოს “ბათუმელების“ 47 ათასი ლარი აწუხებს და ასობით ათასი და მილიონით ლარის გადასახადი არ აწუხებს?
“ქართულ ოცნებას“ სურს, მისთვის სასურველ მედიებს ხელი შეუწყოს, მაგრამ მის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებები გააჩუმოს.“