გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები - მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
7 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავდა რუსულ კანონს აგენტებზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. „არა რუსულ კანონს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „დადექით ისტორიის სწორ მხარეს!“ – მსგავსი სლოგანებით შეკრებილები რუსული კანონის ნაჩქარევად მიღებას აპროტესტებდნენ.
აქცია სპეცრაზმმს დააშლევინეს – გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით. ათობით დაშავებული საავადმყოფოში მოხვდა. 60-მდე ადამიანი კი პოლიციამ დააკავა.
- უცხოელი გავლენის აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, სპეცრაზმმა აქციაზე წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა
- “ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით” – სალომე ზურაბიშვილი
- საზოგადოების პროტესტი რუსულ კანონს. ყველა განცხადება ერთად
როგორ განვითარდა ამ დღეს მოვლენები საქართველოში. ბევრი ფოტო და ვიდეო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი, ყველაზე ემოციური აქციიდან, რომელმაც ბევრი რამ აჩვენა.
![პოლიციის კორდონი პარლამენტის შენობასა და აქციის მონაწილეებს შორის.](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/Untitled-Facebook-Post-Landscape-1200-×-800-px-2000-×-1125-px-1000-×-562-px-1200-×-674-px-1-2.png)
აქცია პარლამენტის შენობასთან ჯერ კიდევ 7 მარტის დილას დაიწყო. დილით კანონპროექტს, რომელის მიზანი სამოქალაქო და მედია სექტორის სრული დისკრედიტაციაა, ჯერ იურიდიული კომიტეტი განიხილავდა. განხილვა მედიის, არასამთავრობო სექტორისა და მოქალააქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ეს არ იყო პროტესტის პირველი დღე. ეს პროტესტი თან სდევს ამ კანონპროექტს უკვე ბოლო ორი კვირაა, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიისგან ფორმალურად გამოყოფილმა “ხალხის ძალამ” ის პარლამენტში დააინიციირა.
პარლამენტში გაძლიერებული დაცვის ზომები მოქმედებდა. წინა დღეებში ბევრ ჟურნალისტს, კრიტიკული გამოცემებიდან, საპარლამენტო აკრედიტაციაც გაუუქმეს.
![პოლიციის კორდონი პარლამენტის შენობასა და აქციის მონაწილეებს შორის.](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/Untitled-Facebook-Post-Landscape-1200-×-800-px-2000-×-1125-px-1000-×-562-px-1200-×-674-px-3-1024x575.png)
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის პირველ, რუსულ ვერსიას, დაგეგმილი 9 მარტის ნაცვლად, იმავე დღეს განიხილავდნენ პირველი მოსმენით.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივიდა. შენობის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული.
![არა რუსულ კანონს - კანონპროექტის განხილვის დღე](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/4-3-1024x575.png)
პარალელურად, სპონტანურად დაანონსდა ორი აქცია საღამოს. დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინაც დაიწყეს შეკრება. ხალხის ნაკადმა, რომელიც სიმრავლის გამო შენობის უკან ვეღარ ეტეოდა, შენობის წინ გადაინაცვლა.
![არა რუსულ კანონს - დღე პირველი](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/4-1-1024x575.png)
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
ადამიანები, რომლებიც სიტყვით გამოდიოდნენ, და მათ შორის უმეტესობა რიგითი მოქალაქე იყო, ამბობდნენ, რომ არ უნდა მისცენ ხელისუფლებას უფლება, მიიღოს რუსული კანონი, სრულად გადაუხვიოს საქართველოს ევროპული გზიდან და ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს.
![არა რუსულ კანონს, ფოტო: ნინო ნარიმანიშვილი](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/Untitled-Facebook-Post-Landscape-1200-×-800-px-2000-×-1125-px-1000-×-562-px-1200-×-674-px-1-1024x575.png)
საღამოს, უკვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ასობით სამართალდამცველის პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული.
სიტყვით გამომსვლელები შეკრებილებს აფრთხილებდნენ, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, არ შესულიყვნენ დაპირისპირებაში სამართალდამცველებთან, არ მიეცათ საბაბი სპეცრაზმელებისთვის.
„შეინარჩუნეთ სიმშვიდე“ – გამუდმებით ისმოდა დინამიკებში.
პირველ ინფორმაციას, რომ მთავრობა აქციის დარბევას აპირებდა, აქციაზე საქართველოს ჰიმნით უპასუხეს.
![არა რუსულ კანონს - საპროტესტო აქციის მონაწილეები](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/Untitled-Facebook-Post-Landscape-1200-×-800-px-2000-×-1125-px-1000-×-562-px-1200-×-674-px-3-1-1024x575.png)
გვიან საღამოს, მაშინ როდესაც აქციაზე თქვეს, რომ პარლამენტმა 76 ხმით, 13-ის წინააღმდეგ, კანონი პირველი მოსმენით მიიღო, დემონსტრანტები ვნებათაღელვამ მოიცვა.
![მშვიდობიანი მოქალაქეები ითხოვენ, რომ პარლამენტმა რუსული კანონი უკან გაითხოვოს.](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/Untitled-Facebook-Post-Landscape-1200-×-800-px-2000-×-1125-px-1000-×-562-px-1200-×-674-px-2-1-1024x575.png)
ერთ-ერთმა აქტივისტმა შეკრებილებს პარლამენტისთვის ალყის შემორტყმისკენ მოუწოდა – მშვიდად, აწეული ხელებით, მობილურში გაშვებული ლაივსტრიმებით, იმისთვის, რომ ყველას, ვინც აქციაზე არ იყო, ენახა, რა ხდებოდა იმ დროს რუსთაველის გამზირზე.
აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ წავიდა.
რამდენიმე წუთში კი უკვე ცნობილი გახდა, რომ სპეცრაზმმა მოქმედება დაიწყო – შენობის შესასვლელისკენ დაძრული ხალხისკენ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გაუშვეს.
ადამიანების ნაწილი პარლამენტის წინ დაბრუნდა. აქციის მიმდებარედ პირველი სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდა.
ნელ-ნელა შენობის შესასვლელისკენ წასული ხალხის ნაკადი სპეცრაზმა წიწაკის სპრეისა და გაზის გამოყენებით უკან ჩამოსწია.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ამის მიზანი იმ პარლამენტარებისთვის, რომლებმაც კანონს მხარი დაუჭირეს, შენობის შესასვლელ-გამოსასვლელების გათავისუფლება იყო.
![სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს დაუპირისპირდა. ფოტო: დავით ფიფია](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/Georgia-8-march-2-1024x576.jpeg)
მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმი სულ უფრო ხშირად უშვებდა გაზს, პარლამენტის წინ შეკრებული ხალხი არ იშლებოდა. ყველა მომდევნო დარვბევის შემდეგ, ხალხი ისევ პარლამენტის შენობის წინ გროვდებოდა.
ამ ფონზე, არ წყდებოდა მონოტონური ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აფრთხილებდა, რომ პოლიცია აქციის დაშლას აპირებდა.
![სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს დაუპირისპირდა. ფოტო: დავით ფიფია](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/4-2-1024x575.png)
აქცია შუაღამემდე გაგრძელდა. ყველა მორიგი შეტევის შემდეგ, აქციის მონაწილეები ისევ იკრიბებოდნენ რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ წყალი, რომელსაც სპეცრაზმი უშენდა, უფრო და უფრო სწვავდათ თვალებს. სოციალურ ქსელში ბევრი წერდა, რომ წყლის ჭავლს გაზი ჰქონდა შერეული.
გვიან ღამით პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. სოციალურ ქსელებში ვრჩელდებოდა ვიდეოები, როგორ დასდევდა პოლიცია აქციის მონაწილეებს, იტაცებდა პოლიციის მინივენებში ტენიდა. მათ შორის, პოლიციას აქციის მონაწილეები გამოჰყავდა ქაშუეთის ტაძრიდანაც, სადაც ხალხი თავს აფარებდა.
შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის ღამეს პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა. უწყება ამბობს, რომ მათ წვრილმან ხულოგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
![სპეცრაზმელები აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს და წიწაკის სპრეის იყენებენ | ფოტო: დავით ფიფია](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/1-3-1024x575.png)
![აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/5-4-1024x575.png)
![აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/3-4-1024x575.png)
![აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ](https://jam-news.net/app/uploads/2023/03/1-4-1024x575.png)
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ