Amnesty International ევროპის ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარებას აპროტესტებს
ევროპის ლიგის ფინალის გარშემო, რომელიც ბაქოში 29 მაისს უნდა გაიმართოს, ერთდროულად რამდენიმე სკანდალი აგორდა.
მათ შორის ყველაზე ახალია – Amnesty International-ის განცხადება იმის შესახებ, რომ ასეთი დიდი სპორტული მოვლენა არ შეიძლება ჩატარდეს აზერბაიჯანში, სადაც ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა.
ინტერნეტში მხურვალე განხილვის სხვა საგნად ის იქცა, რომ ფინალში ერთმანეთს ინგლისის „არსენალი“ და „ჩელსი“ ხვდებიან, მაგრამ „არსენალის“ერთ-ერთი მოთამაშე გენრიხ მხითარიანი თამაშზე არ ჩავა. მიზეზი – მისი სომხური წარმოშობაა.
და ბოლოს, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებითაც პრობლემა გაჩნდა – ბილეთები ცუდად იყიდება, რადგან ბრიტანელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ მათთვის ბაქოში გაფრენა შორი და ძვირია.
დაწვრილებით ყველაფრის შესახებ
• სკანდალი ბაქოში საფეხბურთო ფინალის ირგვლივ – მიკერძოებული კომენტარი
• პოლიტპატიმრების მოულოდნელი შეწყალება აზერბაიჯანში: რას ნიშნავს ეს დას რას ცვლის?
Amnesty International-ის პროტესტი
„არ შეიძლება აზერბაიჯანს უფლება მივცეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თავისი საშინელი რეპუტაცია ფეხბურთით გადაფაროს“, — განაცხადა 23 მაისს საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Amnesty International.
ეს სიტყვები ნათქვამი იყო უეფას მისამართით, რომელიც Amnesty International-მა ევროპის ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.
„გულშემატკივრები, მოთამაშეები და პერსონალი … ამ მატჩის ბრწყინვალე ფასადს ამოფარებულ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ ჭეშმარიტ სიტუაციას უნდა გაეცნონ“, — განაცხადა Amnesty International-ის ბრიტანული ოფისის დირექტორმა კეიტ ალენმა.
მისი თქმით, „ხელისუფლება, თავისი რეპრესიული პოლიტიკიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ხშირად იყენებს დიდ სპორტულ შეჯიბრებებს“.
აზერბაიჯანში ამ განცხადებამ Amnesty International-ის მიმართ საპასუხო კრიტიკული ტალღა წარმოშვა.
დეპუტატებმა, ჩინოვნიკებმა და პროსამთავრობო მედიამ უფლებადამცველი ორგანიზაცია ცილისწამებასა და აზერბაიჯანის მიმართ არაობიექტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.
მაგალითად, მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ დეპუტატმა ჯავიდ ოსმანოვმა Amnesty İnternational-ს უწოდა „კორუფციაში ჩაფლული სტრუქტურა, და გარკვეული წრეების ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც იმ ქვეყნებზე მიკერძოებული თავდასხმაა, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ.“
ამავე პარტიის რაიონული განყოფილების თავმჯდომარე ჰიკმეტ შიკაროვი მიიჩნევს, რომ „მთელი ამ კამპანიების უკან დგას სომხური ლობი, დიასპორა და ის ძალები, რომლებსაც აზერბაიჯანი არ უყვართ და მისი წარმატებების შურთ“ .
Amnesty International, ისევე როგორც სხვა უფლებადამცავი ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის აზერბაიჯანს მუდმივად აკრიტიკებენ.
ახლახან გამოქვეყნებულ სიტყვის თავისუფლების ინდექსში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჩაატარა, აზერბაიჯანმა 179-დან 166-ე ადგილი დაიკავა.
• როგორია ჟურნალისტობა აზერბაიჯანში
• აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები ციხეში ცხოვრების შესახებ ჰყვებიან
უეფას ევროპის ლიგის ფინალური მატჩი ბაქოში 29 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს საფეხბურთო გუნდები „ჩელსი“ და „არსენალი“ შეხვდებიან.
Amnesty International, როგორც სხვა უფლებადამცავი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის აზერბაიჯანს მუდმივად აკრიტიკებენ. ასევე Amnesty-ს არაერთხელ მოუთხოვია ქვეყნის ხელისუფლებისგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
ახლახან გამოქვეყნებულ სიტყვის თავისუფლების ინდექსში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჩაატარა, აზერბაიჯანმა 179-დან 166-ე ადგილი დაიკავა.
ვინ არის დამნაშავე, რომ გენრიხ მხითარიანი ბაქოში არ ჩავა
მეორე გახმაურებული სკანდალი იმას უკავშირდება, რომ გუნდ „არსენალის“ მოთამაშე გენრიხ მხითარიანს ბაქოში ჩასვლა არ შეუძლია.
ის ეროვნებით სომეხია, და რადგანაც სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან, ფეხბურთელის საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშობს (აზერბაიჯანული მხარის მიერ მიცემული გარანტიის მიუხედავად).
მხითარიანის მიერ ბაქოში ფინალზე არჩასვლის გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში მწვავე, და უმეტესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.
„არსენალის“ ბევრმა გულშემატკივარმა ამაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა. კერძოდ, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქვეყანამ ისეთი იმიჯი შეიქმნა, რომ სომეხ ფეხბურთელს იქ ჩასვლის ეშინია.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაცია, თავის მხრივ, იხსენებს, რომ სომეხი სპორტსმენები ბაქოში უკვე რამდენჯერმე ჩავიდნენ, და მათ არაფერი დაშავებიათ, ესე იგი, „გარანტიის სერიოზულობის ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
აზერბაიჯანის საგრეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სომხეთში ამ სიტუაციას პოლიტიკური ელფერი შესძინეს „და კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ აჩვენეს, რომ სომხეთი საკუთარი ხალხის მშვიდობისთვის მოსამზადებლად მზად არ არის“
გაყიდვის გარეშე დარჩენილი ბილეთები
და ბოლოს, გუნდები „ჩელსი“ და“არსენალი“ აზერბაიჯანისთვის ფინალური თამაშის მათთვის გამოყოფილი ბილეთების ნახევარზე მეტის დაბრუნებას აპირებენ, რადგან მათი გულშემატკივრებისთვის მიყიდვა ვერ შეძლეს:ბაქოში გაფრენა შორია და ძვირი, ძნელია ვიზის გაკეთება, მატჩი კი ადგილობრივი დროით 23:00 იწყება. ამის შესახებ Sports.ru ჰყვება.