გულნარა ბენდელიანი პროფესიით სამთო ინჟინერია. 22 წელი, ოჯახთან ერთად, აფხაზეთში, ტყვარჩელში ცხოვრობდა. 90-იან წლებში, ჯერ პარტბილეთი ჩააბარა, შემდეგ კი, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ოჯახთან ერთად, იქაურობა დატოვა.
30 წელიწადია დევნილის სტატუსი აქვს. ბინა ჯერ ისევ არ მიუღია. ოჯახს ბაზარში ვაჭრობით არჩენს. ამბობს, რომ იქამდე არაფერი იქნება უკეთ, ვიდრე ხალხი არ გაიაზრებს, რომ სინამდვილეში, ქვეყნის ბედი მათ ხელშია.