რუსეთზე მიჯაჭვულები: ყირგიზეთმა და საქართველომ თითქმის ერთდროულად მიიღეს „აგენტების კანონი“. რა იყო საერთო და განსხვავებული
აგენტების შესახებ კანონი პოსტსაბჭოთა სივრცეში
რადიკალურად განსხვავებული იყო რეაქცია ყირგიზეთსა და საქართველოში პრორუსული „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მიღებაზე. ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკური პარტნიორების რეაქციაც ძალიან განსხვავებული იყო. თუმცა, მაინც არის რაღაც საერთო: ამ კანონით ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს თავს მოახვია საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელიც ყველას არ მოსწონს.
JAMnews აქვეყნებს პარტნიორის, ყირგიზული გამოცემა Kloop-ის მასალას.
ყირგიზეთმა და საქართველომ, ორი თვის სხვაობით, მიიღეს ე.წ. კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“. ყირგიზეთში ამ კანონს ოფიციალურად უწოდებენ „კანონს უცხოეთის წარმომადგენლების შესახებ“, ხოლო საქართველოში – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განსხვავებული სახელწოდების მიუხედავად, არსი ერთია: სახელმწიფოები აძლიერებენ კონტროლს არასამთავრობო სექტორზე.
ყირგიზეთში ახალი კანონი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ „უცხოელი წარმომადგენლების“ რეესტრში, ხოლო საქართველოში დარეგისტრირდნენ „როგორც ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს უცხო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“. ვინც დარეგისტრირდება ემუქრება მაღალი ჯარიმები და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიკვიდაცია.
ორივე ქვეყანაში კანონის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსეთში მიღებული კანონის „უცხოური აგენტების შესახებ“ იდენტურია.
მარტის დასაწყისში რუსეთის ფედერაციაში „უცხოური აგენტების“ რაოდენობა 579-ს აღწევდა. სიაში არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, მედია და არაკომერციული ორგანიზაციები. ყოველ კვირას ეს სია ივსება ახალი სახელებით, მათ შორის არიან ცნობილი მხატვრები, მომღერლები, მწერლები და ჟურნალისტები.
რუსეთში „უცხოურ აგენტებს“ ეკრძალებათ მონაწილეობა პოლიტიკაში, ეკოლოგიასა და სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, სამართლებრივი აქტებისა და საჯარო ღონისძიებების ანტიკორუფციული ექსპერტიზის ჩატარება, სკოლის მოსწავლეების სწავლება, გამარტივებული აღრიცხვის წარმოება და რეკლამა.
▇ კანონი მუდმივად მკაცრდება: ბოლო დროს, მაგალითად, „უცხოურ აგენტებს“ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ.
ყირგიზეთსა და საქართველოში მსგავსი შეზღუდვები ჯერ არ არსებობს, მაგრამ უფლებადამცველებს საფუძვლიანი ვარაუდი აქვთ, რომ ყველაფერი წინ არის: 12 წლის წინ, როცა რუსეთში აღნიშნული კანონი მიიღეს, ის ასევე რბილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ერთნაირ საფრთხეებზე საუბრობენ, ამ ორ ქვეყანაში – საქართველოსა და ყირგიზეთში საზოგადოების რეაქცია „უცხოური აგენტების კანონზე“ ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა.
”ეს არასწორია, ეს ხელს უშლის ჩვენს პერსპექტივებს.”
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, თბილისში პარლამენტის წინ ყოველდღიურად მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა და ორი თვის განმავლობაში ცენტრალური ქუჩების გასწვრივ მსვლელობები იმართებოდა.
15 ივლისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მანამდე მან დოკუმენტს ვეტო დაადო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაძლია. კანონის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ახლაც გრძელდება.
„ამ კანონმა დიდი პოლარიზაცია მოახდინა ქართულ საზოგადოებაში, განხეთქილება გამოწვეულია ასაკობრივი სხვაობით. ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოს ევროპული კურსის მომხრეა“, – განმარტავს ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი ვალერი ჩეჩელაშვილი.
გასული წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. 2017 წლის აპრილიდან კი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ეს დიდად შთააგონებდა ქართველებს, აძლევდა მათ პერსპექტივის გრძნობას და მომავლის რწმენას.
„საქართველო თავის წარმატებას დიდწილად უმადლის იმ ფაქტს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თანმიმდევრულად, ყოველწლიურად გვეხმარებიან განვითარების ამ რთულ გზაზე ასობით მილიონი დოლარით“, – განმარტავს ჩეჩელაშვილი. — ამ დახმარების 95-97% სახელმწიფო ბიუჯეტსა და სამთავრობო პროგრამებზე მიდის. მთავარი მიმღებები ამ გრანტების არის სახელმწიფო და არა არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, აშშ-ს მთავრობამ დააფინანსა საქართველოში ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა – ასეულობით მილიონი დოლარი. შედეგად, სომხეთის მოქალაქეებმაც კი მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, რათა გამხდარიყვნენ ამ პროგრამის მიმღებები“.
დიპლომატმა საერთაშორისო დონორების დახმარების თვალსაჩინო მაგალითი უწოდა ზღვისპირა ქალაქ ბათუმს, რომელიც უკვე 15 წელია იზიდავს უცხოეთიდან ინვესტორებსა და ტურისტებს.
„ყველა აღფრთოვანებულია ბათუმით, ცათამბჯენების მშენებლობით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, – ამბობს ის. „მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმში იყო ფუნდამენტური პრობლემები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით – წყალი არ ადიოდა სამ-ოთხ სართულზე მაღლა, რადგან წნევა არ იყო, სისტემა მოძველებული იყო. გერმანულმა ფონდებმა დააფინანსეს რემონტი – ზოგი გრანტით, ზოგიც შეღავათიანი სესხებით – და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის წყალმომარაგების მთელ სისტემას. ახლა 40 სართულიან ცათამბჯენებსაც კი არ აქვთ წყალმომარაგების პრობლემა“.
და ამ ფონზე, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გავლენის დივერსიულ საქმიანობასთან გაიგივება არის „ძალიან არასწორი, უმადურობა, ეს ხელს უშლის ჩვენს პერსპექტივას“, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
„შედეგად, ჩვენი მოძრაობა ევროკავშირისკენ გართულებულია. ამ კანონის და რიგი სხვა კანონების მიღებით ჩვენ არ მივდივართ, არამედ ვშორდებით ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ის, რაც უკვე მოვიგეთ. ჩვენთვის მთავარი მიღწევაა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და თავისუფალი ვაჭრობა. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ“, – აღნიშნავს ჩეჩელაშვილი სინანულით.
ახლა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერები და მისი პარტნიორები ევროკავშირში საქართველოს პარლამენტის შემოდგომის არჩევნებს ელოდებიან. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა უფრო მკაფიოდ მიბრუნდეს რუსეთისკენ. ახალგაზრდები კი, რომლებიც შიშობენ რომ ევროპასთან „უვიზო რეჟიმი“ გაუქმება, სულ უფრო აქტიურად დაიწყებენ ემიგრაციაში წასვლას, ვარაუდობენ ექსპერტები. ხოლო თუ ევროინტეგრაციის მომხრეები გაიმარჯვებენ, რეპრესიული ანტიდემოკრატიული კანონები გაუქმდება.
„ევროპული ინტეგრაციის საკითხი ჩვენთვის არ არის პრობლემა“
ყირგიზეთში „უცხო წარმომადგენლების შესახებ“ კანონზე სრულიად განსხვავებული რეაქცია იყო. აქ კანონი მხოლოდ თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ცალკეულმა დეპუტატებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გააპროტესტეს.
პოლიტოლოგი ემილ ჯურაევის თქმით, ორი ქვეყნის მოქალაქეების რეაქცია განსხვავებულია ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივის განსხვავებულობის გამო.
„ყირგიზეთში ევროინტეგრაციის საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში“, – იხსენებს ჯურაევი. — და კიდევ ერთი ფაქტორი: ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო ღრმად არის გამსჭვალული დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებით. ყირგიზეთში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავს „დემოკრატიის კუნძულს“ ვუწოდებდით და ვგრძნობდით, რომ ყველაზე თავისუფალი საზოგადოება ვიყავით რეგიონში, ფართო მასებს შორის ამ ღირებულებების დაცვა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების, სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, თავისი როლი ითამაშა. ფართო საზოგადოებაში არის ღრმა გაურკვევლობა და ეჭვები ამ ინსტიტუტების მიმართ.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არის არა „ათიოდე ორგანიზაცია, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას“, არამედ მთელი საზოგადოება,” – ამბობს ჯურაევი. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე თავს თვლის არა გარე დამკვირვებლად, არამედ ამ სამოქალაქო საზოგადოების წევრად. პოლიტოლოგი ასეთი შედეგის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს არა მხოლოდ ყირგიზეთის ხელისუფლებას, რომელიც წლების განმავლობაში ამცირებდა უფლებადამცველებს და დამოუკიდებელ მედიას, არამედ თავად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
“ყველა უპირატესობა სახელმწიფოს მხარესაა”
განსხვავებულია აგრეთვე თვით ორ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქცია რეპრესიულ კანონებზე.
ყირგიზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ერთიანობა არ არსებობს. ზოგიერთი მათგანი იძულებული გახდა მიეღო ხელისუფლების მიერ დაწესებული თამაშის წესები და ახლა ემზადება „უცხო ქვეყნის წარმომადგენლების“ რეესტრში დასარეგისტრირებლად.
სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას ახალი კანონის მიმართ და მის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანით იმედოვნებენ. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უბრალოდ თვითლიკვიდირებას გეგმას.
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც უარი თქვეს რეგისტრაციაზე, როგორც უცხოური გავლენის გამტარებლების. როგორც ამას ახალი კანონი მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთ რეგისტრაციას „ღირსების შელახვად“ მიიჩნევენ. 126 არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა განცხადებას „შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა“ ხელისუფლებასთან.
ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც ასევე აქვს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია, ამბობს, რომ ის ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდება და არ დაემორჩილება ახალ კანონს. თუმცა, მისთვის ეს დროებითი ტაქტიკაა, რადგან საქართველო ელოდება შემოდგომის არჩევნებს, რომელიც გადაწყვეტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის საკითხს.
„ჩვენ გვესმის, რომ დაგვარეგისტრირებენ იძულებით და ამავდროულად 25 ათასი ლარის (8333 ევრო) ჯარიმა დაგვეკისრება“, – განმარტავს ის. — ჩვენ არ დავრეგისტრირდებით, გადავიხდით ამ ჯარიმას და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე. არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული საქართველოს და სამოქალაქო საზოგადოების ბედი. თუ ხელისუფლებაში დარჩება „ქართული ოცნება“, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას აზრი არ ექნება, რადგან ყველა უპირატესობა სახელმწიფოს მხარეზე იქნება. ჩვენ არ გვაქვს ბალანსი, მაგალითად, სასამართლო სისტემის სახით და ძალიან გაგვიჭირდება ამ საქმეზე წინააღმდეგობის გაწევა“, – ამბობს პოლიტიკოსი.
ყირგიზეთი მსუბუქად გაიკიცხა, საქართველო კი სერიოზულად დაისაჯა
განსხვავებულია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების რეაქციებიც ყირგიზეთისა და საქართველოს შემთხვევაში.
ყირგიზეთის პრეზიდენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე ხელმოწერის შეფასებისას, დასავლეთი შემოიფარგლა მხოლოდ ფრაზით „საგანგაშო მოვლენა“, რომელმაც „შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ყირგიზეთის საზოგადოებაზე და მის თანამშრომლობაზე საერთაშორისო პარტნიორებთან“. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა საკმაოდ რბილად მოუწოდა ჯაპაროვს გააუქმოს კანონი – და წააწყდა უპრეცედენტოდ მკვეთრ საყვედურს – “თქვენთვის თუ შეიძლება, ჩვერნთვის რატომ არ შეიძლებაო”. დასავლეთის მხრიდან არანაირი სანქცია არ ყოფილა.
საქართველოსთვის ამ კანონის მიღების შედეგები გაცილებით სერიოზულია. „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ევროსაბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს.
ევროკავშირი გაყინავს 30 მილიონ ევროს ევროპის მშვიდობის ფონდიდან, რომელიც გამოყოფილია საქართველოს თავდაცვის სფეროში მხარდასაჭერად. გერმანია ასევე განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობას და არ იღებს ახალ ვალდებულებებს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქართულ ჯართან ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ გააუქმა. ერთი თვის წინ კი შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამო. პარტია „ქართული ოცნების“ ათეულმა წევრმა, პარლამენტის წევრებმა და სამართალდამცავებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებასა და მომიტინგეების დარბევაზე, სავიზო შეზღუდვები მიიღეს.
“ეს კანონი რუსეთში გვამაგრებს”
ემილ იურაევი მიიჩნევს, რომ კანონები „უცხოური აგენტების შესახებ“ ყირგიზეთსა და საქართველოს აიძულებს აირჩიონ დასავლეთსა და რუსეთს შორის.
„[კანონის] მიღება ავტომატურად მიგვაკუთვნებს ჩვენ ერთ ფლანგს, ხოლო მის უარყოფა, შესაბამისად, მეორეს. ეს არცთუ ისე კარგი აღმოჩნდა როგორც ყირგიზეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. საქართველო სერიოზულად ადგასდასავლეთის ქვეყნებთან და ასოციაციებთან ინტეგრაციის გზას, მან მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც არ არის მოსალოდნელი და არც მოხდება ყირგიზეთში“, – ამტკიცებს პოლიტოლოგი.
ეს ნაწილობრივ აიხსნება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის განსხვავებულობით, აღნიშნავს ის – ამ რეგიონებს განსხვავებული პერსპექტივები აქვთ, აქ სხვადასხვა მოთამაშეს აქვს წონა.
„ყირგიზეთი მრავალი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლებში იმყოფებოდა რუსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ. მიუხედავად ჩვენი ნეიტრალიტეტისა უკრაინის ომის მიმართ, როგორც დასავლეთისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის ნათელია, რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს. შესაბამისად, არ მგონია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მკვეთრი შემობრუნება გვქონდეს მარჯვნივ ან მარცხნივ“, – ამბობს ექსპერტი.
მიუხედავად ამისა, ყირგიზეთი, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციულად, ატარებდა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამან ქვეყანას სერიოზული სარგებელი მისცა: როცა ერთ ან ორ მთავარ პარტნიორზე მეტს ხარ ჩამოკიდებული, მათთვის უფრო რთულია ხელები გადაგიგრიხონ.
ახლა ეს პოლიტიკა დასასრულს უახლოვდება, მიიჩნევს ძურაევი. ის პროგნოზირებს, რომ დასავლელი დონორების, ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმებისა და სოციალური განვითარებისთვის შეიძლება შემცირდეს.
„ყირგიზეთი კარგავს არა იმდენად ფულს, რამდენადაც მრავალვექტორიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას, რაც ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს ის. — ეს კანონი რუსეთს საბოლოოდ მიგვაჯაჭვავს“.
exchange