1 new update

აფხაზეთში მასობრივი პროტესტია რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ. ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას. Live

  • დე ფაქტო პრეზიდენტმა სცადა შეიარაღებული ძალების გამოყენება საპროტესტო აქციების მონაწილეებისგან სამთავრობო შენობების გასათავისუფლებლად

  • ჩავლენ აფხაზეთში პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები? "დაველოდოთ და ვნახავთ," – პასუხობს ასლან ბჟანია და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს

  • მოსაზრება: "აფხაზეთში შემდეგი პრეზიდენტიც იმავე დილემის წინაშე აღმოჩნდება: როგორ შეათავსოს სუვერენიტეტი და მეგობრობა რუსეთთან"

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ კვლავ ათი ათასამდე ადამიანია შეკრებილი. თავად შენობაც მომიტინგეების კონტროლის ქვეშაა. ვიდეო

  • აქციის მონაწილეები პრეზიდენტის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გადადგომას ითხოვენ

  • ადგურ არძინბა, ოპოზიციის ლიდერი: „პრეზიდენტი მშვიდად და წყნარად უნდა წავიდეს. მერე ჩვენც წავალთ აქედან“

  • ასლან ბჟანიას ულტიმატუმი: „გაათავისუფლეთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გამოვაცხადებ ახალ არჩევნებს და დავტოვებ თანამდებობას"

  • პრეზიდენტის პრესსამსახურის თქმით, ინვესტიციების შესახებ შეთანხმება უკან გაწვეული არ არის. გუშინ თქვეს, რომ გაწვევის დოკუმენტს ამზადებდნენ

  • ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ მოსახლეობას 14:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა

  • პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომ ის მშობლიურ სოფელ ტამიშშია. ოპოზიციას ისევ აქვს ეჭვი

  • ოპოზიციის მიერ მიცემული დრო ამოიწურა. სად წავიდა პრეზიდენტი ბჟანია? საკუთარი ნებით გადაწყვიტა არ გადამდგარიყო?

  • ოპოზიციის ლიდერი: „პრეზიდენტი ატყუებს მოსკოვს, თითქოს აქციის მონაწილეები თავდასხმას ამზადებენ რუსეთის სასაზღვრო პუნქტებზე“

  • ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტს გადადგომისთვის მაქსიმუმ საათნახევარს აძლევს

  • მიუხედავად თავდაჯერებული განცხადებებისა, აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ძებნის შესახებ, ასლან ბჟანია თანამდებობას არ ტოვებს

  • აფხაზეთში რამდენიმე ათასი ადამიანი კვლავ დგას სამთავრობო შენობების კომპლექსთან. ვიდეო

  • განიხილება სამი ვერსია, ვინ გახდება პრეზიდენტისა და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ბჟანიას წასვლის შემდეგ, კრიზისულ პერიოდში

  • ასლან ბჟანიას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, მაგრამ საკითხი აშკარად უკვე მოგვარებულია

  • АИАШАРА: აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, ის წასვლაზე უარს ამბობს

  • ”რატომ დუმს მოსკოვი, რას გეგმავენ იქ?” - დისკუსია სოციალურ ქსელებში

  • აქციის მონაწილეებმა ასლან ბჟანიას სახელწოდებით აბრა სანაგვეში გადააგდეს

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან

  • ოპოზიციის ლიდერი: „პრეზიდენტი ცდილობს მოსკოვის დეზინფორმირებას და პროტესტის ანტირუსულად წარმოჩენას, რაც სრული სიცრუეა. ჩვენ ველოდებით მის გადადგომას“

  • აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს და მის გადადგომამდე არ აპირებენ წასვლას

  • ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან მიდიან ულტიმატუმით - გადადგეს

  • აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ვიდეო

  • სიტუაცია კვლავ დაიძაბა, ხალხი პარლამენტში შევიდა. ვიდეო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ემზადება რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმების გაუქმებისთვის

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

  • სამთავრობო შენობის კომპლექსი მთლიანად გარშემორტყმულია. ვიდეო

  • აქციის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მივიდნენ

  • აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის მიმდებარე ღობე დაანგრიეს. ვიდეო

  • ძალოვნებმა გაზი გაუშვეს. ვიდეო

  • ხალხი სამთავრობო შენობებში შეჭრას ცდილობს. ვიდეო

  • ხელისუფლებამ ტექნიკით გადაკეტა ქალაქის ცენტრი, ათასობით მომიტინგე იკრიბება პარლამენტის წინ