სოხუმსა და ცხინვალს რუსული საწვავის ექსპორტის აკრძალვა შეეხება. მოსალოდნელია ფასების ზრდა
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთში რუსული საწვავის ექსპორტი აეკრძალა
სოხუმი და ცხინვალი ამიერიდან რუსული საწვავის ექსპორტის დროებით აკრძალვას დაექვემდებარიან, თუმცა თავდაპირველად ეს მათ არ ეხებოდათ. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს გამოიწვევს საკვებზე ფასების ზრდას.
რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბრიდან საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი შეზღუდა, მათ შორის საქართველოსთვის.
როგორც მთავრობის თავდაპირველ დადგენილებაში ეწერა, არსებობდა რამდენიმე გამონაკლისი: აკრძალვა არ ეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ფორმირებებს და ა.შ. გარდა ამისა, შეზღუდვა არ უნდა შეხებოდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან.
თუმცა, გაუფასურებული რუბლის და მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის გამო, რუსეთმა გადაწყვიტელბა მალევე შეცვალა.
ამავდროულად, ბოლო სამი თვის განმავლობაში აფხაზურ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინზე და დიზელის საწვავზე ფასები უკვე 20%-ით გაიზარდა.
აფხაზეთის ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განუმარტავს მათ, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ დაწესებული დროებითი აკრძალვისა, საწვავის მიწოდება არ შეჩერდება, რადგან ის 2012 წლის 28 მაისის „სასაქონლო ვაჭრობის რეჟიმის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული კვოტების ფარგლებში ხორციელდება.
თუმცა ეკონომისტებს განსხვავებული ხედვა აქვთ. მათი პროგნოზით, აფხაზეთში ფასების ზრდა შეიძლება იყოს 25%, ხოლო ცხინვალში – 30%. და ამან, შეიძლება გამოიწვიოს გაძვირება თითქმის ყველაფერზე – საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დაწყებული საკვებით დამთავრებული.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო