"რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურება" - აფხაზეთის პრეზიდენტის გზავნილი და საზოგადოების რეაქცია
აფხაზეთის პრეზიდენტი რუსეთთან თანამშრომლობაზე
რუსეთთან თანამშრომლობის განვითარება ყველა მიმართულებითი – ეს იყო 16 ივნისს, აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას პარლამენტისადმი მიმართვის მთავარი შინაარსი.
ეს პრეზიდენტ ბჟანიას პირველი გზავნილია ამ თანამდებობაზე ყოფნის ორი წლის განმავლობაში (ბჟანიამ ეს პოზიცია 2020 წლის აპრილში დაიკავა).
წინა ორი სავალდებულო მოხსენების გამოტოვება ბჟანიამ პანდემიით ახსნა.
პრეზიდენტის თეზისებს საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას მიემართებოდა.
- ”აფხაზეთის ნებისმიერ ლიდერს ორი პრობლემა აქვს: დახმარება უნდა ითხოვოს და ახსოვდეს, რომ ამისთვის გადახდა მოუწევს”
- ასლან ბჟანიამ პარლამენტზე სრული კონტროლი მიიღო
- აფხაზეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. რა დგას მოულოდნელი დანიშვნის უკან?
შეტყობინების ძირითადი პუნქტები:
● არსებული საერთაშორისო ვითარება, მზარდი საგარეო საფრთხეები გვკარნახობს რუსეთის ფედერაციასთან კოორდინირებული საგარეო პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობას.
● საქართველო აქტიურად ავითარებს თავის სამხედრო პოტენციალს და ცდილობს ნატოში გაწევრიანებას. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები რეგულარულად ტარდება ჩვენს საზღვრებთან, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. ეს ყველაფერი პირდაპირ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„დღეს, სამწუხაროდ, გაყინული ომის ეტაპზე ვართ. ასე მოხდა ტრანსფორმაცია ცივი ომის შემდეგ.
● პრეზიდენტი ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს „აფხაზურ-რუსული მოკავშირეობის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას“. მათ შორის საუბარია საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაზე [რუსეთის მეშვეობით] და თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში საერთო სივრცის შესახებ.
● პირობების შექმნა აფხაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესებში, რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით”.
● ექსპორტზე ორიენტირებული მრეწველობისა და საწარმოების შესაქმნელად საჭიროა მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა შეღავათიანი დაკრედიტების გზით რუსული ბანკების მონაწილეობით.
კერძოდ, დაგეგმილია მეწარმეების დანახარჯების ნაწილის ანაზღაურება აღჭურვილობის, განვითარების ან წარმოების მოდერნიზაციისთვის. ასევე მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმში განხორციელებული პროექტების სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ნაწილის ანაზღაურება.
სახელმწიფო აპარატის არაეფექტურობა დაიძლევა
პრეზიდენტმა აღიარა, რომ არაეფექტური, ხშირად არაკომპეტენტური სახელმწიფო აპარატის გამო ბევრი შესაძლებლობა იბლოკება.
„მინდა გავიმეორო ის, რაც ჩემს მისასალმებელ სიტყვაში ვთქვი მიმდინარე წლის აპრილში, ახლად არჩეული პარლამენტის სესიის პირველ სხდომაზე – დროა სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ“, – განაცხადა ბჟანიამ.
- მშვიდობის ოაზისი “მეორე ფრონტის” ნაცვლად. მოსაზრება აფხაზეთიდან
- პასპორტი, ტრაქტორი და საზღვარი. რა არ ჰყოფნით ქართველებს აფხაზეთში
“ყველაფერზე და არაფერზე”, “არარეალური ფიგურები” – ექსპერტების შეფასებები
სოხუმის ყოფილმა მერმა კან კვარჩიამ, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა, როგორც საუბარი „ყველაფერზე და არაფერზე“.
“მთავარი აკლია – კონკრეტული მითითებები ხელისუფლებას”
ეკონომისტი ახრა არისთავა ამბობს, რომ პრეზიდენტმა 2021 წლის მშპ-ს მკვეთრად გაბერილი მაჩვენებლები წარადგინა. ბჟანიამ 37,7 მილიარდი რუბლი [დაახლოებით $672 მილიონი] დაასახელა, ეს, 2020 წელთან შედარებით, 20%-იან ზრდას ნიშნავს, რაც ეკონომისტს “წარმოუდგენელ მაჩვენებლად” მიაჩნია.
„სახელმწიფო სტატისტიკის ოფიციალურ ვებგვერდის 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, ეკონომიკის არცერთ სექტორში ასეთი ზრდა არ დაფიქსირებულა. ეჭვი მეპარება, რომ 2021 წლის ბოლო სამ თვეში რაღაც სასწაული მოხდა ჩვენს ეკონომიკაში.
ასეთი ზრდა რომ ყოფილიყო, ბიუჯეტი მილიარდ ნახევარი რუბლით მაინც გაიზრდებოდა! არ მგონია, რომ გამოცდილი მინისტრი საგადასახადო საკითხებში ჯანსუღ ნანბა მთლიანი შიდა პროდუქტის ამხელა ზრდას გამოტოვებდა.
პირიქით, დაფიქსირდა სამრეწველო წარმოების პრაქტიკული კლება, ექსპორტის კლება და ფულის მასის შემოდინებისა და გადინების სხვაობის შემცირება. ანუ ფულის ბალანსი შემცირდა“, – წერს ახრა არისთავა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ პრეზიდენტის გზავნილში უმთავრესად მიიჩნია გაციფრულებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე ფოკუსირება. პრეზიდენტის გზავნილის ასეთი წაკითხვა დეპუტატ ინარ გიცბას აშკარად არ მოეწონა:
„საპრეზიდენტო გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მთავარი აქცენტი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების ძირითადი მიმართულებები უნდა ყოფილიყო. გაციფრულება უდავოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა […], მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთავარი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის“.
„30 წელი გავიდა და ადამიანს, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტს წერს, ვერანაირად ვერ ცვლიან“, – სარკასტულად წერს ცნობილი აფხაზი ბლოგერი თენგიზ ჯოპუა.
აფხაზეთის პრეზიდენტი რუსეთთან თანამშრომლობაზე