კატალონია საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მადრიდი - ესპანეთის ერთიანობისთვის
REUTERS/Eloy Alonso
761 ადამიანია დაჭრილი კატალონიაში შეტაკებისას, სადაც კვირას, 2017 წლის 1 ოქტომბერს ესპანეთის ამ რეგიონის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ტარდებოდა.
ესპანეთის მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა და მისი ჩატარების ნებას არ დართავდა.
კატალონიაში ეროვნული პოლიციის მრავალრიცხოვანი რაზმეული და Guardia Civil-ის სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნეს.
მათ ალყა შემოარტყეს შენობას, სადაც კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო და ბიულეტენებისთვის განკუთვნილი ურნები, ასევე თავად ბიულეტენები გაიტანეს.
ადამიანები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, დაიწყო შეტაკებები. პოლიციამ ხელჯოხები გამოიყენა, ასევე ხალხს რეზინის ტყვიებიც ესროლეს.
დაზარალებულებს შორის 12 პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროტესტის სამი მონაწილე დაპატიმრებულია.
1 ოქტომბერს, საღამოს სიტყვით გამოვიდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რაჯოი, რომელმაც თქვა, რომ „კატალონიელები არჩევნებზე მოტყუებით მიიყვანეს“.
ბარსელონის მერმა ადა კოლაუმ პოლიციის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ მათ „დაუცველი მოსახლეობის მიმართ“ ძალადობა განახორციელეს.
კატალონიელების ლიდერმა კარლეს პიჯემონტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ესპანეთის სახელმწიფოს გაუმართლებელი ძალადობა კატალონიელ ხალხს მათი სურვილის ასრულებაზე უარს ვერ ათქმევინებს“.
REUTERS/Juan Medina
რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე
რეფერენდუმის ორგანიზატორებად ორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიიჩნევა – Omnium Cultural და „კატალონიის ეროვნული საკრებულო (ANC)”, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეუგროვებიათ ბარსელონაში გამართულ მიტინგებზე მილიონზე მეტი ადამიანი. ეს ორივე ორგანიზაცია მოსახლეობის ისეთი მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს, რომ მხოლოდ სიმბოლიკის გაყიდვითა და საწევრო შენატანებით მათი შემოსავალი ასეულობით ათას ევროს აღწევს.
ANC-ში დაახლოებით 40 ათასი ადამიანია გაწევრიანებული და ამდენივე მოხალისეა, Omnium Cultural -ს კი 38 ათასი წევრი ჰყავს.
ეს ორივე ორგანიცაზია ხალხს ესპანეთის მთავრობისა და პოლიციისათვის მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებდა.
საბოლოოდ, კატალონიის სხვადსხვა ქალაქის მაცხოვრებლებმა ჯერ კიდევ პარასკევს, 29 სექტემბერს დაიწყეს შეკრება სასკოლო და სხვა შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იყო მოწყობილი.
ბევრი ბავშვებთან ერთად მივიდა, თან საძილე ტომრები მიიტანეს და ღამის გასათევად სპორტულ დარბაზებში დარჩნენ.
ბევრგან ადამიანებმა სკოლის შესასვლელი კარები ჩამოხსნეს – პოლიციას მათი დალუქვა რომ ვერ მოეხერხებინა. ზოგიერთ რაიონში კი ფერმერებმა საარჩევნო უბნებთან მისასვლელები ტრაქტორებით გადაკეტეს.
თავის მხრივ, ხელისუფლებამ რეფერენდუმამდე ცოტა ხნით ადრე ბევრი წამყვანი კატალონიელი პოლიტიკოსი დააჯარიმა, ზოგოერთი მათგანი დროებით დააკავა კიდეც.
პოლიციამ ასევე წინდაწინ დაიკავა რეგიონული ტელეკომუნიკაციის ცენტრი.
პარასკევს საღამოს მიტინგ-კონცერტზე დაახლოებით 20 ათასი ადამიანი შეგროვდა. „In-inde-independencia!“ შთაგონებით მღეროდა ხალხი.
რატომ მოიწვიეს რეფერენდუმი?
კატალონია ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მდიდარი რეგიონია. აქ 7,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
კატალონიას, ესპანეთის კიდევ რამდენიმე რეგიონის მსგავსად (მთლიანობაში17-დან 4-ს) 1979 წელს, ფრანკოს სიკვდილიდან რამდენიმე წელიწადში ავტონომიის სტატუსი მიენიჭა.
რეგიონის იმ სტატუსმა მას ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში გარკვეული დამოუკიდებლობა მიანიჭა. კატალონიას, ასევე, გაუჩნდა საკუთარი სამართალდამცავი ძლები, თავისი მთავრობა და პარლამენტი.
მაგრამ კატალონიის ხელისუფლების ან პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლებოდა მადრიდს გაეუქმებინა.
2005 წელს ახალი რეფორმა გატარდა. კატალონიელებმა უფლება მიიღეს „იწოდებოდნენ ერად, რომელიც ესპანური ერის ნაწილს წარმოადგენს“ – ასევე, კატალონიელებმა ადგილზე აკრეფილი გადასახადების ნაწილის აღებაც დაიწყეს.
თუმცა, ამ რეფორმამ ესპანეთის დანარჩენ მხარეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ახლანდელი პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოიას პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელმაც 2010 წელს რეფორმა გააუქმა.
და კატალონიელებმა ისევ დაკარგეს შანსი გადასახების დიდი ნაწილი იქვე გადაეხადათ – ასევე დაკარგეს ერად წოდების უფლება – ამ მომენტიდან საპროტესტო განწყობებმა რეგიონში მკვეთრად მოიმატა.
2014 წლის 9 ნოემბერს კატალონიის მთავრობამ სრულიად კატალონიის „კონსულტაცია“ ჩაატარა. ამ არაფორმალურ კენჭისყრაზე გატანილი იყო საკითხი: “გსურთ თუ არა, რომ კატალონია დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს?“
ხმის მისაცემად 2,1 მილიონი ადამიანი მივიდა, რომელთაგან 80,76%-მა „დიახ“ უპასუხა.
ამავდროულად, დამკვირვებელთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი პროცენტი იმის ხარჯზე იქნა მიღებული, რომ დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებმა ამ კენჭისყრას პრაქტიკულად იგნორირება გაუკეთეს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი კენჭისყრა კონსტიტუციის დარღვევაა, რომელიც განსაზღვრავს, რომ „ესპანეთი – განუყოფელი ერი და ყველა ესპანელის საერთო სამშობლოა“.
თუმცა, შედეგების გამოცხადების შედეგ ზოგიერთი არაერთგვაროვანი კატალონიური პარტია – ულტრამემარცხენეებიდან ულტრამემარჯვენეებამდე – კოალიცია Junts Pel Si („ერთად „დიახ“-ის საპასუხოდ“) ამომრჩევლებს დაპირდნენ, რომ 18 თვეში, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „სრულფასოვან“ რეფერენდუმს ჩაატარებდნენ.
ეს 18 თვე სწორედ 2017 წლის ოქტომბერს ემთხვევა.
REUTERS/Susana Vera
მთავარი ეჭვმიტანილები არიან მმართველი „სახალხო პარტიის“ მოღვაწეები – პრემიერ რახოეს მეთაურობით.
REUTERS/Vincent West
REUTERS/Susana Vera