თურქეთმა „ანკესი გადააგდო“
თურქეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან საბაჟო ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს, განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიხატ ზეიბეკჩიმ გასულ პარასკევს იზმირში გამოფენაზე ყოფნისას.
„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ თურქეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან საბაჟო ხელშეკრულების დადების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს: ევროკავშირთან შესაბამისი ეკონომიკური კავშირის გაუწყვეტლად, თურქეთს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთანაც სურს თანამშრომლობის მოგვარება“, – განაცხადა ზეიბეკჩიმ.
სიტუაციის მომხიბლაობა
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიასთან მიერთების გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური ანკარის განცხადებაზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა.
არმენპრესთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა თქვა: „ ჯერ ერთი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმება ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიასთან მიერთებას არ ითვალისწინებს. მეტიც, აბსურდულია ის, რომ ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიასთან მიერთებაზე ლაპარაკობს თურქეთი, რომელმაც ცალმხრივად ჩაკეტა სომხეთ-თურქეთის საზღვარი – ერთდერთი სახმელეთო საზღვარი თურქეთსა და ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიას შორის“.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი, შესაძლოა, დათანხმდეს ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის შეთანხმების თურქეთთან დადებას, თუკი ანკარა საზღვარს გახსნის? და ნიშნავს თუ არა კოჩარიანის განცხადება, რომ სომხეთი შეთანხმებას ვეტოს დაადებს, თუკი თურქეთი საზღვრის გახსნაზე უარს იტყვის?
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარი ანკარის მიერ 1993 წლიდან ცალმხრივად დაბლოკილია. ამ გზით გამოხატა თურქეთმა ყარაბღის კონფლიქტში აზერბაიჯანისადმი სოლიდარობა. და მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი უკვე მიჩვეულია ნაწილობრივი ბლოკადის პირობებში ცხოვრებას, საზღვრის გახსნას შესაძლოა, ეკონომიკური აღმავლობისთვის სტიმული მიეცა.
სომეხი პოლიტოლოგი ლევონ შირინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთმა თურქეთს მკაცრი პირობები უნდა წაუყენოს, გენოციდის აღიარებისა და მისი შედეგების აღმოფხვრის ჩათვლით.
თავის მხრივ, ინტერნეტ-პორტალმა Lragir.am თავის სარედაქციო სტატიაში დასვა შეკითხვა – რა იქნება, თუკი თურქეთი ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და ამით იმ „ერთადერთ საზღვარს“ გახსნის ევრაზიის ეკონიმიკური კავშირთან, მაშინ უკვე სომხეთის მდგომარეობა გახდება აბსურდული.
სიტუაციის მთელი ხიბლი ისაა, რომ სომხეთს თავად არ გააჩნია ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან საერთო საზღვრები. ანუ თურქეთმა სომხეთთან საზღვარი რომც გახსნას, მაშინ, ვთქვათ, რუსეთთან ვაჭრობისთვის მას თავისი საქონლის გატანა მოუწევს საქართველოს გავლით, რომელსაც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან რაიმე დამავალდებულებელი საბუთისთვის ხელი არ მოუწერია. თურქეთს რუსეთთან შავი ზღვის საშუალებით ვაჭრობა გაცილებით ეიოლებოდა.
შუვალოვს თურქეთი დაავიწყდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა 22 აგვისტოს ისიკ-კულში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პოლიტიკურ პროექტს არ წარმოადგენს და რუსეთის ინიციატივით არ ხორციელდება.
„ პროექტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1990-იანი წლების დასწყისში ჩაისახა ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივით, რომელიც ევრაზიული ინტეგრაციის იდეით გამოდიოდა“, – აღნიშნა მან.
“საბჭოეთის ქვეყნები მესამე სამყაროს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის პრობლემას წააწყდებიან. „ჯერჯერობით ამგავრი მექანიზმის ამოქმედება მხოლოდ ვიეტნამთან მოხერხდა, ყველაფერი არცთუ ცუდად ვითარდება, პარალელურად მიმდინარეობს რთული მოლაპარაკებები ირანთან, ამ თემაზე გრძელდება კონსულტაციები სინგაპურთან და ჩინეთთან, მათ შორის განიხილება კორეის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც, პროექტის „ერთი ქამარი – ერთი გზა“ გათვალისწინებით“, – თქვა მან.
ამავდროულად შუვალოვს თურქეთი არ უხსენებია. მეტიც, რუსეთს თურქი მინისტრის განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, რამაც ექსპერტებს იმის ვარაუდის საფუძველი მისცა, რომ ეს განცხადება რუსეთთან შეთანხმებული არ იყო და უბრალოდ მოსკოვის რეაქციის მოსინჯვა სურდათ. ანდა, რუსეთმა თურქეთის მინისტრის ეს განცხადება არც ისე სერიოზულად მიიღო.
კერძოდ ვინ გააგზავნა თურქეთის წინადადება – ტიგრან სარგსიანმა?
საერთოდ, რეაგირება უნდა მოახდინოს არა რუსეთმა, არამედ ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ, რომელსაც მოცემულ მომენტში სომხეთის ექს-პრემიერი ტიგრან სარგსიანი ხელმძღვანელობს. თურქ მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ ზუსტად ვინ გააგზავნა თურქეთის წინადადება. რუსეთი იყო ეს, თუ თურქეთისადმი მეგობრულად განწყობილი ყაზახეთი და ყირგიზეთი? იქნებ ეს წინადადება პირადად ტიგრან სარგსიანმა გააგზავნა, რომელსაც დანიშვნის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა „დიდი უფროსი“ უწოდა?
მთლიანობაში, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ხელმძღვანელ თანამდებობებზე გადამდგარი სომეხი მაღლჩინოსნების დანიშვნა (ამჟამად სომხეთის სამხედრო ძალთა გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იური ხაჩატუროვი ასევე კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივანია) სომხეთში არაერთმნიშვნელოვნად ფასდება. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი ამ თანამდებობებზე სომხების დანიშვნით მათი ხელით უსიამოვნო საქმეების განხორციელებას ცდილობს.
მეორე მხრივ, შესაძლებელია, რომ რუსეთი ამით თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ზედმეტ ზეწოლას იცილებდეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ მოსკოვს ბაქოსა და ანკარის რაიმე წინადადებები ხელს არ აძლევს, მაშინ მათ „სომხებთან“გზავნის, და საკითხის მათთან ერთად გადაჭრას სთავაზობს.
ცნობილი არ არის, თუ როგორია ტიგრან სარგსიანის პოზიცია თურქეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ზონასთან მიერთების თაობაზე. მაგრამ სომხეთის ექს-პრემიერის დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ თურქი მინისტრის განცხადება სხვა მიზანს ისახავდა.
თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიხატ ზეიბეკჩის განცხადება, რომ ანკარა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის შეთანხმებასთან მიერთებას აპირებს – ჩვეულებრივი შანტაჟია, რომელიც ბრტიუსელსა და ვაშინგტონზეა გათვლილი, – მიაჩნია სომეხ პოლიტოლოგს სტეპან გრიგორიანს.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, თურქეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციით ყველაზე ნაკლებად რუსეთია დაინტერესებული, რადგან ის ატარებს პროტექციონისტურ პოლიტიკას, რომელიც საკუთარი მწარმოებლების ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.
23 აგვისტოს სოჭში სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების – სერჟ სარგსიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უნდა შედგეს. განიხილავენ თუ არა ამ შეხვედრის დროს თურქეთსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის შეთანხმების საკითხს, უცნობია.