მის შესახებ, ვინც საჭირო არ არის, ისინი ლაპარაკობდნენ
სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ სკანდალი ვითარდება.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მერაყიშვილი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს და ბოლო ხანს ის უკვე რამდენჯერმე დააკავეს და დაკითხეს. ქრონოლოგიურად, ბოლო ინციდენტი 16 აგვისტოს მოხდა. ის ქალაქ ახალგორში (სამხრეთ ოსეთში მას ლენინგორს უწოდებენ), საკუთარ სახლთან დააკავეს. თამარი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს, თუმცა მისთვის დაკავების ორდერი არ წარუდგენიათ. იმავე დღეს მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, ოჯახის წევრებს კი განუცხადეს, რომ „ექსტრემისტულ ლიტერატურას“ ეძებდნენ.
თამარი იმავე დღეს შინ გაუშვეს, თუმცა მეორე დღეს ისევ დაკითხვაზე გამოიძახეს.
რა ედება ბრალად თამარ მეარაყიშვილს?
ლენინგორის რაიონის პროკურატურა სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ოფიციალურად სდებს ბრალს ონლაინ პორტალ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებულ მის პუბლიკაციებში პარტია „ ედინაია ოსეტიას“ წევრის სპარტაკ დრეაევის მიმართ გამოთქმულ ცილისწამებაში.
ამასთან დაკავშირებით თამარს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ოფიციალური დადგენილება გააცნეს. თუმცა, რაში გამოიხატება კონკრეტულად ცილისწამება, ბოლომდე ნათელი არ არის და ეს არც დადგენილებაში განიმარტება. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ სპარტაკ დრიაევის სახელი მათ ეთერში საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.
გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ცილისწამების ბრალდებას, შესაძლოა, ადმინისტრაციული საქმის აღძვარა მოჰყვეს, მაგრამ სისხლის სასმართლის საქმის – არანაირად.
ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების კომენტარები ცხინვალში
ირინა გაგლოევა, მედია-ცენტრი „ირას“ დირექტორი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში:
“რასაკვირველია, ეს ყველაფერი გასაოცარია. სრულიად ნათელია, რომ მისმა დამკავებლებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მეარაყიშვილი რეზონანსული ფიგურაა, და ამაზე გარკვეული ორგანიზაციები რეაგირებას მოახდენდნენ ჩვენთანაც და იქაც (თბილისში). ანუ გაჩნდა შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო. რა საჭიროა ამის ასე გახმაურება, ან რატომ არ აკეთებენ ამის შესახებ კომენტარს ოფიციალური ორგანოები, რომლებიც მშვენივრად ხედავენ, თუ რა გამოხმაურება აქვს ამ ყველაფერს იმავე სოციალურ ქსელებში?… ჩვენთან არ არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანს უბრალოდ დაიცავენ. ჩემი აზრით, ის სამართლებრივი განუკითხაობა გრძელდება, რაც ადრე იყო, არაფერი იცვლება. არადა, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანი სამართლებრივი თვალსაზრისით დაცული უნდა იყოს“.
ლირა კოზაევა, არასამთავრობო ორგანიზაციის „სამხრეთ ოსეთის ქალთა ასოციაცია დემოკრატიისა და ადამაინის უფლებების დასაცავად“ ყოფილი თავმჯდომარე „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში:
“მათ ერთი რამ ვერ გათვალეს, რომ იმდენი წლის განმავლობაში გვამცირებდნენ და გვაშინებდნენ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაგვამცირებენ, და დასაშინებელიც აღარავინაა. საქმე მხოლოდ თამარის დაცვას კი არ ეხება, საქმე ის არის, თუ რა სჭირს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას. ადვილად შემიძლია იმის დაშვება, რომ ხვალ შეიძლება მე მომიკაკუნონ კარზე, ცხირწინ რაიმე ქაღლადი შემაჩეჩონ. ისინი ხომ დიდი ხანია, აღარავის ემორჩილებიან“.
ზარინა სანაკოევამ , ჟურნალისტმა თავის FB გვერდზე დაწერა:
უფლებადამცველების კომენტარები თბილისში
მედეა ტურაშვილი, კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ პირთა უფლებების საკითხში სახალხო დამცველის მრჩეველი, JAMnews-თან ინტერვიუში:
“თამარი ძალიან აქტიური ადამიანია. მას შემდეგ, რაც ახალგორის ოკუპაცია მოხდა, მან საცხოვრებლად იქ გადაწყვიტა დარჩენა. მას დევნილის სტატუსი არ აქვს და მუდმივად სწორედ ახალგორში ცხოვრობს და ძალიან ხმამაღლა საუბრობს იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. ის ადგილობრივი ახალგაზრდობის სახლის დირექტორი იყო, მაგრამ მოხსნეს. და ამის შემდეგ დაიწყეს მისთვის პრობლემების შექმნა.“
ძირითადად, ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ის მედიაში ახალგორის პრობლემებზე ლაპარაკობს. ცხინვალის თვალხედვით, ეს როგორ გამოიყურება? – მათ პროვინციაში მარტოხელა ქართველი ქალი ხელისუფლებას აკრიტიკებს.
მეარაყიშვილი ქართველ ადვოკატს ითხოვდა და ბევრი ქრთული იურიდიული ორგანიზაცია მზადაა, რომ ის უფასოდ დაიცვას. მაგრამ იქ მათ არ უშვებენ. თამარ მეარაყიშვილმა მეგობრების დახმარებით შეძლო ადგილობრივი ადვოკატების მოძებნა, მათ შორის – ვლადიკავკაზშიც; და ამბობს, რომ ამ ადვოკატის პროფესიონალიზმით ძალიან კმაყოფილია“.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო