აფხაზეთი 37 დეპუტატს ირჩევს. თუმცა ეს რთულია-არჩევანი 137 დეპუტატს შორის უნდა გააკეთონ
ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა
აფხაზეთში ამჯერად სულ 131,529 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
ადამიანები არცთუ იოლი არჩევანის წინაშე დგანან – პარლამენტში 35 ადგილია, პრეტენდენტი კი 137 კანდიდატია. ანი, საშუალოდ, თითო ადგლზე 4 კანდიდატი. მაგრამ ეს – საშუალოდ; მაგალითად არის ისეთი ორი ოლქიც, სადაც თითო სადეპუტატო მანდატისთვის რვა-რვა კანდიდატი იბრძვის.
გადავწყვიტეთ, რამდენიმე სოხუმელისთვის მათი მოტივების შესახებ დაგვესვა კითხვები
პირველი კითხვა:
რა მთავარ ამოცანას დაუყენებდით ახალ პარლამენტს?
დაურ კვიცინია, 56 წლის, ვეტერანი, აფხაზი ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომის ინვალიდი [ქართული მხარის ტერმინოლოგიით – 1992-1993წლების ქართულ აფხაზური კონფლიქტი- JAMnews]:
-იმედი მაქვს, რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ, რადგან პარლამენტში შედის ბევრი განათლებული, ახალგაზრდა, მიზანდასახული ადამიანი, რომლებიც კარიერას იწყობენ, საზოგადოებას თავს წარუდგენენ როგორც პოლიტიკოსები, და რაღაცის შეცვლა და ამის ბოლომდე მიყვანა შეუძლიათ. არამხოლოდ დაპირება, არამედ ბოლომდე მიყვანაც.
პირველი კანონი, რომელიც უნდა მიიღონ – ეს არის ინვალიდების, ომის ვეტერანების შესახებ კანონი. კანონი, რომელიც ოდესღაც აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ დაწერა – ის ხომ ბოლომდე არ მიუყვანიათ. ვეტერანები ფულს არ ითხოვენ – მათ პატივისცემა და ყურადღება სჭირდებათ.
ალან ჯოპუა, 22 წლის, დაკავებულია საზოგადოებრივი საქმიანობით:
-მთავარი ამოცანა პარლამენტისთვის ის არის, რომ კანონები, რომლებსაც ის იღებს, შესრულდეს.
ლანა ჩერქეზია, 26 წლის, დიასახლისი, ზრდის ბავშვს:
-ჩვენ ველოდებით კანონების განუხრელად შესრულებას, ველოდებით საზოგადოების გაერთიანებას, დეპუტატების პირველი ამოცანა იქნება ღირსეული სპიკერის არჩევა, შემდეგ კი უკვე სპიკერი და პრეზიდენტი ტანდემში გადჭრიან საკითხებს.
სილვეტ აჯარალ-ოღლი, 54 წლის, პენსიონერი, ყოფილი მედმუშაკი:
-პარლამენტის მთავრი ამოცანაა – მეტი ყურადღება დაუთმოს უბრალო ადამიანებს. ჩვენზე, რიგით ადამიანებზე, ცოტა ვინმე თუ ფიქრობს. პენსია -500 რუბლია, აბა, რაზე უნდა ვილაპარაკო, როგორ უნდა ვიცხოვრო? თეთრი პურის საყიდლადაც კი არ მყოფნის.
მეორე კითხვა:
რა არის წინა პარლამენტის მთავარი პრობლემა?
დაურ კვიცინია:
– ყოველ შემთხვევაში დეპუტატების ნახევარი მაინც აკეთებდა თავის საქმეს. მაგრამ, როდესაც პარლამენტის ნაწილი მუშაობს, ნაწილი კი უბრალოდ ესწრება და მხოლოდ საკუთარ პრობლემებს წყვეტს – ასე ვერავითარ გონივრულ კანონს ვერ მიიღებენ. ეს გუნდია, და თითეული საკუტარ საქმეს უნდა აკეთებდეს, და ეს საქმე ბოლომდე უნდა მიჰყავდეს.
ალან ჯოპუა :
-წინა პარლამენტი ძალიან უყურადღებოდ იღებდა კანონებს. მაგალითად, როდესაც დამატებული ღირებულების გადასახადი შემოიღეს, გადასახადი 10 პროცენტით გაზარდეს. დეპუტატებმა კანონი გაწერეს, მაგრამ არაფერი არ გამოითვალეს, არ დაფიქრებულან ამას რა შედეგები მოჰყვებოდა, და როგორ გამკლავებოდნენ მათ.
ლანა ჩერქეზია:
– ჩემი აზრით, დეპუტატების მიმართ საჭიროა უფრო მკაცრი მოთხოვნები. უნდა გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი – რომ კენჭის ყრის უფლება 25 წლის მოქალაქეებს შეეძლოთ. უნდა არსებობდეს რაღაც საგანგებო სიები, და არა ისე, რომ ადამიანი სადღაც თავისთვის მუშაობდეს – და უცენ კენჭის ყრაში მოეპრიანოს მონაწილეობა. რაღაც უნდა არსებობდეს, რის გამოც ის დამატებით პატივისცემას იმსახურებს. ამიტომაცაა, რომ ადამიანები ხმას იმას აძლევენ, ვისაც იცნობენ, და ძნელად თუ მონახავ ისეთს, ვისაც მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე მისცემ ხმას.
სილვეტ აჯარალ-ოღლი:
– ახლანდელი პარლამენტის პრობლემა ისაა, რომ ისინი ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან. ახალგაზრდებს უნდა მისცენ გზა, ახალგაზრდობას სხვა გეგმები აქვს,სხვა პერსპექტივები, სხვა ხედვა. მიმჩნია, რომ პარლამენტში მხოლო 50 წლამდე ასაკის ადამიანები უნდა იყვნენ.
მესამე კითხვა:
რომელი თქვენი პრობლემების გადაჭრა შეუძლია და უნდა გადაჭრას ხელისუფლებამ?
დაურ კვიცინია:
– ჯანმრთელობა. ყველაზე მთავარი კი – განათლებაა, რომ ახალგაზრდებს კარგი უმაღლესი განათლების მიღების და შემდეგ სპეციალობით მუშაობის საშუალება ჰქონდეთ, ეს არის მთავარი.
კიდევ დავსახელებდი იმას – რომ ჩვენში საშუალო შეძლების ადამიანები გაჩნდნენ. ჩვენთან ხომ მხოლოდ მდიდრები და ღარიბები არიან, და მათ შორის უზარმაზარი მანძილია.
ეს ჩემი პირადი პრობლემაა – ჩვენი ცხოვრების სოციალური დონე აამაღლონ.
ალან ჯოპუა:
-საკუთარი პრობლემების გადაჭრას თავადვე მივეჩვიე. არ ველოდები, რომ ვინმე მოვა და ჩემს პრობლემებს გადაჭრის
ლანა ჩერქეზია:
– საგზაო პრობლემები გვაქვს, წყლისაც. მუდმივი და ძალიან მტკივნეული პრობლემა გვაქვს შუქთან დაკავშირებით. მთავარია, რომ ადამიანებს ყოფითი თვალსაზრისით უფრო გაუადვილდეთ ცხოვრება. ამისთვის მუშაობს ხელისუფლება, და მაშინ ხალხიც უფრ კეთილგანწყობილი გახდება ხელისუფლების მიმართ. და ერთად ყველაფერს მივღწევთ.
როცა ხალხი გაჭირვებული და გაბრაზებულია – ხელისუფლებისადმი ნდობა არ ექნება.
სილვეტ აჯარალ-ოღლი:
-პირველ რიგში, მდეიცინა. მედიცინა უფასო უნდა იყოს, როოგორც ადრე იყო, საბჭოთა დროს. მაგრამ ახლა ეს ძნელია. და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოთ ახალგაზრდებს, რადგან არ იციან თავი სად წაიღონ – მოუწყობლები და დაუბინავებლები არიან.