ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანელი ხალხი სომეხი ხალხის მტერი არ არის
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუ მისცა თურქულ ტელეარხ HaberTürk-ს, რომლის დროსაც ისაუბრა მოლაპარაკებების პროცესის მომავალზე, ეუთოს მინსკის ჯგუფის პერსპექტივებსა და მასში თურქეთის მონაწილეობაზე, ასევე, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ბედზე.
მთავარი ილჰამ ალიევის ინტერვიუდან:
• „აზერბაიჯანის არმიამ, რომელიც წარმატებულ ოპერაციას ახორციელებს ფრონტის მთელ ხაზზე, რამდენიმე ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა. ოკუპაციისგან გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით გრძელდება“.
• „სომხეთის ამ მუხანათური თავდასხმის მიზეზი (საუბარია 11 ოქტომბრის ღამეს, ქალაქ განჯაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე – JAMnews) იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამ კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოებას ცდილობენ, რათა მასში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ჩაერთოს, რომლის წევრიც თავად არის“.
• ფაშინიანი: ფორმულა „ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ“ ჩვენთვის მიუღებელია
• მშვიდობისმყოფელები და აზერბაიჯანისთვის რაიონების დაბრუნება – ლავროვი ყარაბაღზე
• საგარეო საქმეთა სამინისტრო: ყარაბაღში იარაღი საქართველოს გავლით არ მიდის
• „მაგრამ მე ვთქვი, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ბრძოლის ველზე. ჩვენ არასოდეს არანაირ მოქმედებებს არ ვახორციელებთ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ყველა ჩვენი სამიზნე – საბრძოლოა და მათ ზუსტი, დამიზნებული ცეცხლით ვანადგურებთ“.
• „ჩვენი მიზანია აზერბაიჯანის მოქალაქეების დაბრუნება ოკუპირებულ მიწაზე. ცეცხლის შეწყვეტა ამ საკითხის სამხედრო სიბრტყიდან პოლიტიკურზე გადატანის შესაძლებლობას მოგვცემს. მე ვთქვი, რომ თუკი სომხეთი არ მოიქცევა სათანადოდ, ამას ინანებს – მართალი ვიყავი“.
• „განცხადებაში (ზავის შესახებ) ნათქვამი იყო, რომ მოლაპარაკებები განახლდებოდა საბაზისო საფუძველზე – ანუ მადრიდის პრინციპებზე, რომელიც ამყარებს აზერბაიჯანისთვის ოკუპირებული მიწების დაბრუნებას. და ის წარიმართება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“.
• „გრაფიკი (სომხური ჯარების მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე რაიონებიდან გაყვანის – JAMnews) ჩვენ უნდა გვაწყობდეს, ეს არ შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს. ოცდაათი წელი ველოდით. მოთმინება ამოიწურა“.
• „აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებიც აღიარებენ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას“.
• „არ მჯერა, რომ, რომელიმე ქვეყანა აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. სომხეთის ყველა მცდელობა, უბრალოდ, შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი“.
• „ჩვენი პოზიცია დამყარებულია ისტორიულ სამართლიანობაზე, საერთაშორისო სამართალსა და მსოფლიოში არსებულ დადებით გამოცდილებაზე. პირველ ეტაპზე, სომხეთის შეიარაღებული ძალები გადიან ოკუპირებული რაიონებიდან. ეს უკვე დიდი ხანია დაფიქსირებულია მინსკის ჯგუფის ფარგლებში – ჯერ ხუთი რაიონი, შემდეგ – ორი, ამის შემდეგ კი უკვე თვითონ მთიანი ყარაბაღიდან – შუშადან, ხანქენდიდან (სტეპანაკერტი). აზერბაიჯანის მოქალაქეები ბრუნდებიან იქ და გრძელდება მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ახალ პირობებში“.
• „აზერბაიჯანი – მრავალეროვნული სახელმწიფოა. აზერბაიჯანში, პირველ რიგში ბაქოში, ათასობით სომეხი ცხოვრობს. ამიტომ, მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა არ ინერვიულონ. მას შემდეგ, რაც მათ კრიმინალური ხუნტის რეჟიმისგან გავათავისუფლებთ, ისინი უკეთესად იცხოვრებენ, უფრო საიმედო და უსაფრთხო პირობებში, კეთილდღეობა გაიზრდება, რადგან ახლა იქ სიღარიბეა გამეფებული“.
• „ჩვენ მთიან ყარაბაღში ინვესტიციებს ჩავდებთ, სოციალურ პროგრამებს განვახორციელებთ“.
• „საქართველოში, 300 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი და დაახლოებით, 200 ათასი სომეხი ცხოვრობს. ზოგიერთ სოფელში, ისინი ერთად ცხოვრობენ. მათ შორის არანაირი პრობლემა არ არის. ისინი ცხოვრობენ, როგორც ნორმალური მეზობლები – რუსეთშიც, უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც. რატომ არ შეგვიძლია ეს აქაც გავაკეთოთ?“.
• „ეს არის ჩემი მიმართვა მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებისადმი. დაე, იცოდნენ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი – მათი მტერი არ არის. უბრალოდ, აზერბაიჯანელ ხალხს საკუთარი წინაპრების მიწაზე სურს ცხოვრება. მათ ამის უფლება აქვთ. დაე, მათაც იცხოვრონ და ჩვენც. მაგრამ გამოგვაძევონ ჩვენ, რათა თვითონ იცხოვრონ, არასამართლიანია. ჩვენ ვერასოდეს დავთანხმდებით ამაზე“.
• „რეგიონში მშვიდობისმყოფელების გაგზავნა ორივე ქვეყნის – სომხეთისა და აზერბაიჯანის თანხმობით უნდა მოხდეს. მაგრამ საუბარია აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე. ჩვენი ნებართვის გარეშე, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაგზავნის იქ თავის მშვიდობისმყოფელებს“.
• „მინსკის ჯგუფი (ყარაბაღის კონფლიქტის პროცესში მოლაპარაკებების ფასილიტატორი) 1992 წელს შეიქმნა. ამ ჯგუფში არიან ქვეყნები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ეს რეგიონი. (მის შემადგენლობაში) უნდა იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ ემსახურონ მშვიდობის უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მოძმე თურქეთს ვხედავთ. დე იურედ ან დე ფაქტოდ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ თურქეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს“.
• „რაც შეეხება თურქეთის მონაწილეობას (ბრძოლებში) ან აქ უცხოური ძალების გადმოსროლას, ეს მტკნარი სიცრუეა. თურქული თვითმფრინავები, F-16-ები არის აქ. ისინი სწავლების დროს ჩამოფრინდნენ და დარჩნენ, მაგრამ ისინი მიწაზე არიან და არა ცაში. არც ერთ მათგანს არ მიუღია მონაწილეობა ამ ომში. თურქეთიდან არც ერთი ადამიანი არ მონაწილეობს ამ ომში“.