თრილერი საავადმყოფოში
აფხაზეთში მოქმედი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, ამ საავადმყოფოში დაარსების დღიდან (ანუ 1970-იანი წლებიდან) არაფერი შეუკეთებიათ. როდესაც შენობაში ვინმე გადაადგილდება, კედლებიდან ბათქაში ცვივა. პალატები და დერეფნები სავავალო მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არ არის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, და არც არავინ აპირებს შეძენას.
არადა, აფხაზეთში უკვე არის რამდენიმე კეთილმოწყობილი საავადმყოფო, რომლებშიც ახალი ტექნიკაც მოიძებნება. თუმცა, ბავშვთა საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე არავინ ლაპარაკობს.
პირველი სართული. ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის მისაღები:
მეორე სართულზე ამ ლიფტით შეიძლება ასვლა, თუმცა ლიფტის წინ იმხელა ხვრელია, შეიძლება შახტშიც აღმოჩნდეთ:
თუ გაგიმართლებთ და საავადმყოფოს მეორე სართულზე ააღწევთ, იქ ლაბორატორია დაგხვდებათ:
ეს კარადაა, სადაც “სუფთა კოლბები” ინახება:
ქვევით კი ლაბორატორიასთან არსებული სააბაზანო ოთახია, სადაც ამ კოლბებს რეცხავენ და დეზინფექციას უკეთებენ. კომენტარი ზედმეტია:
დამპალ მილებს ჩვრები მოახვიეს, სამედიცინო პერსონალს თავზე რომ არ აწვეთავდეს:
ძველი სადეზინფექციო ავტოკლავი, რომელსაც დეზინფექცია სჭირდება:
მესამე სართული. პედიატრიის განყოფილება. ასე გამოიყურება საავადმყოფოს თითქმის ყველა დერეფანი. მჟონავი მილების გამო, ცოტა ხანში კედლები საერთოდ დაინგრევა:
სამაგიეროდ, დერეფნში ახალი კონდიციონერი დგას:
ბავშვთა პალატები. თრილერის გადასაღებ მოედანს უფრო ჰგავს:
საწოლები ძველი და მოუხერხებელია. დედა და შვილი ერთად წვებიან, რადგან სხვა საშუალება არ არის. ერთი თანამედროვე საწოლი 15 ათასი რუბლი (დაახლოებით 250 დოლარი) ღირს.
ამ საავადმყოფოს ესაჭიროება დაახლოებით 200 საწოლი. თუმცა, გამოსავალი არსებობს – სახელმწიფოს შეუძლია, ორასივე საწოლი შეიძინოს, ორი სამსახურებრივი მანქანის სანაცვლოდ.
აბაზანა, რომელშიც შედარებით მოზრდილ ბავშვებს აბანავებენ. ცხელი წყალი არ მოდის, ამიტომ თავად ათბობენ წყალს. არც აბაზანებია; ტუალეტში კი ჩასარეცხი წყალიც კი არ არის:
ის მილები, რომლებიც ჟონავს, ამ სართულზე არა ჩვრებით, არამედ სამონტაჟო ქაფით შეაკეთეს:
რომელიღაც მშობელმა დერეფანში სახელდახელო სამზარეულო მოაწყო. ბავშვს ხომ აუცილებლად სჭირდება ცხელი საჭმელი! საავადმყოფოში კი სამზარეულო არ არის:
ზევით ავიდეთ. აქაც იგივე ხდება:
საერთოდ, ყველა სართულზე ასეთი მდგომარეობაა. სხვათა შორის, ამ სართულზე ორი პალატაა, რომლებიც “კარგ მდგომარეობაშია”. ორივე ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი. აი, ერთ-ერთი ასეთი პალატა:
ეს ერთადერთი კუვეზია (ახალშობილთა ინკუბატორი) მთელ საავადმყოფოში:
ამ პალატაში, რომელიც “ნორმალურ მდგომარეობაშია”, აბაზანა პირდაპირ ოთახშია მოწყობილი. შეგახსენებთ, რომ ეს ახალშობილთა პალატაა:
ფანჯრები ძველია, ზამთარში გამუდმებით უბერავს ორპირი ქარი; არც გათბობაა. სამაგიეროდ, მშვენიერი ხედი იშლება ფანჯრიდან:
კედელზე კი დამაიმედებელი განცხადებაა გაკრული:
თუმცა, საკამათო საკითხია. როგორც ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, წამლების შეძენა თავად უწევთ, რადგან საავადმყოფოს მედიკამენტები არ ჰყოფნის. სამედიცინო აღჭურვილობა იმიტომ ვერ გადავიღეთ, რომ არ არის. სამაგიეროდ, დერეფანში ახალი სტენდია განთავსებული, რომელზეც განსაკუთრებულ შემთხვევებში საჭირო ევაკუაციის გეგმაა დახაზული.
წესით, ამ საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია დღესვე უნდა დაიწყოს.