კორონავირუსი კავკასიაში: 10-11 მაისი, 2020
-
სტატისტიკა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები37079სულ ინფიცირებულები6382 5893 392ახალი გარდაცვლილები+10+1გარდაცვლილები113246გამოჯანმრთელებულები3171 6801 359 -
70 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში, სულ 2 589 შემთხვევაა
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 1 680 გამოჯანმრთელდა და 32 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები აზერბაიჯანში
4 მაისიდან, აზერბაიჯანში, ნაწილობრივ შემსუბუქდა საკარანტინო რეჟიმი, თუმცა, სრულად ის მხოლოდ 31 მაისს გაუქმდება.
პროვინციებში მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, გაიხსნა კაფეები, რესტორნები და პარკები.
დიდ ქალაქებში – ბაქოში, სუმგაითში, განჯასა და ლენქორანში – ძალაში დარჩა შეზღუდვები გადაადგილებაზე. ქუჩაში გასასვლელად, კვლავინდებურად საჭიროა საბუთი სამსახურიდან ან SMS ნებართვის მიღება, რომელიც დღეში სამი საათით გაიცემა.
მუშაობს ავტობუსები, მაგრამ დაკეტილია მეტრო. კაფე და რესტორნებიც კვლავინდებურად დახურულია. გაიხსნა მაღაზიები, ამუშავდა საპარიკმახეროები და სამუშაოს დაუბრუნდა საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი.
-
ასობით იუნკერი დაინფიცირდა მოსკოვში სამხედრო აღლუმის რეპეტიციებში მონაწილეობის შემდეგ
გამოცემა „პროექტი“ ამ ინფორმაციას კადეტებსა და მათ ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ სასწავლებლებშიც.
ტრადიციული აღლუმი, რომელიც 9 მაისს წითელ მოედანზე უნდა გამართულიყო, არ ჩატარებულა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი აღნიშვნა კორონავირუსის გამო გადადო.
თუმცა, მანამდე რამდენიმე რეპეტიცია ჩატარდა რომელშიც მონაწილეობა ათასობით სამხედრო მოსამსახურემ და მცირეწლოვანმა კადეტმა მიიღო რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან.
-
კიდევ ერთი გარდაცვლილი საქართველოში
ეპიდემიის დაწყებიდან 11 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 638 შეადგინა.
მათგან 317 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
-
რუსეთი ინფიცირებულების რაოდენობით მესამე ადგილზეა
რუსეთი ინფექციის გავრცელების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს – 221 344.
უფრო მეტი მხოლოდ ესპანეთში – 264 663 და შეერთებულ შტატებში – 1 მილიონი 367 638.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსისგან დაიღუპა 2,009 ადამიანი. მაგრამ ექიმები და ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ციფრები მნიშვნელოვნად შემცირებულია
-
კიდევ ერთი გარდაცვლილი სომხეთში
ეპიდემიის დაწყებიდან 46 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 79 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 3 392 შეადგინა.
მათგან 1 359 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები სომხეთში
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 14 მაისამდე იმოქმედებს.
მაგრამ 4 მაისიდან უკვე მოიხსნა შეზღუდვები გადაადგილებაზე და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
დაშვებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქებსა და სოფლებს შორის, თუმცა, კვლავინდებურად აკრძალულია – დასახლების შიგნით.
• არჩევანის უფლების გარეშე: ისტორია, რომელიც ერთი წერილით დაიწყო
-
3 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ 638 შემთხვევაა. თბილისი გაიხსნა, მუშაობას იწყებს ყველა სახის წარმოება
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 317 გამოჯანმრთელდა და 10 გარდაიცვალა.
• თბილისი გაიხსნა, მუშაობას იწყებს ყველა სახის წარმოება. დეთალურად
-
ჩეჩნეთი: თუკი ქალი კარანტინის რეჟიმს დაარღვევს, დასჯიან არა მას, არამედ - მის ქმარს, შვილს, მამას ან ძმას
ჩეჩნეთში, კარანტინის ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ არ შეიძლება ქუჩაში გასვლა სპეციალური საშვის გარეშე. თუმცა, ადგილობრივი ქალები სარგებლობენ იმით, რომ ძალოვანი მამაკაცები კავკასიურ ტრადიციებს იცავენ და არ შეუძლიათ მათი დაკავება თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის. ისინი მასობრივად გადიან ქუჩაში ბავშვებით, საშვებისა და ნიღბების გარეშე.
ამასთან ბრძოლის მიზნით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დასაჯოს ქალების ახლო ნათესავები.
სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა გააკეთა.
ჩეჩნეთში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 759 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან რვა ადამიანი გარდაიცვალა.
• კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ იზრდება
-
ინგუშეთში, ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა, რამდენჯერმე არის შემცირებული. მოსახლეობა ჩივის, რომ მათ უარს ეუბნებიან ტესტის გაკეთებაზე
ოფიციალური მონაცემებით, 10 მაისისთვის, ინგუშეთში, კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა და 1 199 დაინფიცირდა. თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის რუსული ცენტრი „მემორიალი“ მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ორივე მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და საკუთარი დოკუმენტები წარუდგინა რეგიონის ხელმძღვანელს.
კერძოდ, ადგილობრივ მცხოვრებთა გამოკითხვით „მემორიალმა“ დაადგინა, რომ 27 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში, სულ მცირე 27 ადამიანი, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით კი, ამ პერიოდში, 9 ადამიანი დაიღუპა.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩივის, რომ კორონავირუსის აშკარა სიმპტომების მიუხედავად, მათ უარს ეუბნებიან ტესტის გაკეთებაზე. მათ შორის, ტესტირებას არ უტარებენ ექიმებს, რომლებიც ინფიცირებულებთან მუშაობდნენ.
• კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ იზრდება
ფოტოზე – სასწრაფო დახმარების ექიმი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასეში
-
სტატისტიკა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები997138სულ ინფიცირებულები6352 5193 313ახალი გარდაცვლილები0+1+1გარდაცვლილები103245გამოჯანმრთელებულები309 1 6501 325 -
კიდევ ერთი გარდაცვლილი აზერბაიჯანში
ეპიდემიის დაწყებიდან 32 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 97 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 2 519 შეადგინა.
მათგან 1 650 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები აზერბაიჯანში
4 მაისიდან, აზერბაიჯანში, ნაწილობრივ შემსუბუქდა საკარანტინო რეჟიმი, თუმცა, სრულად ის მხოლოდ 31 მაისს გაუქმდება.
პროვინციებში მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, გაიხსნა კაფეები, რესტორნები და პარკები.
დიდ ქალაქებში – ბაქოში, სუმგაითში, განჯასა და ლენქორანში – ძალაში დარჩა შეზღუდვები გადაადგილებაზე. ქუჩაში გასასვლელად, კვლავინდებურად საჭიროა საბუთი სამსახურიდან ან SMS ნებართვის მიღება, რომელიც დღეში სამი საათით გაიცემა.
მუშაობს ავტობუსები, მაგრამ დაკეტილია მეტრო. კაფე და რესტორნებიც კვლავინდებურად დახურულია. გაიხსნა მაღაზიები, ამუშავდა საპარიკმახეროები და სამუშაოს დაუბრუნდა საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი.
• „ვირუსზე შემოწმება“ – როგორ გაიარა ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ
-
22 დადასტურებული შემთხვევა სამხრეთ ოსეთში
ყველა შემთხვევაში ინფიცირებული ადგილობრივი მოსახლეა, რომლებიც რუსეთიდან დაბრუნდნენ, სადაც სწავლობდნენ ან მუშაობდნენ.
სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები რუსეთიდან ორგანიზებულ ჯგუფებად, სპეციალური ავტოტრანსპორტით ბრუნდებიან, რომელიც ცხინვალის ადმინისტრაციამ გამოყო და მათ ჩამოსვლისთანავე, კარანტინში ათავსებენ.
2020 წლის მარტის ბოლოდან, სამხრეთ ოსეთში, დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება და ბიზნესი. 5 აპრილიდან, სრულად ჩაიკეტა საზღვრები.
-
კიდევ ერთი გარდაცვლილი სომხეთში
ეპიდემიის დაწყებიდან 45 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 138 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 3 313 შეადგინა.
მათგან 1 325 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები სომხეთში
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 14 მაისამდე იმოქმედებს.
მაგრამ 4 მაისიდან უკვე მოიხსნა შეზღუდვები გადაადგილებაზე და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
დაშვებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქებსა და სოფლებს შორის, თუმცა, კვლავინდებურად აკრძალულია – დასახლების შიგნით.
• არჩევანის უფლების გარეშე: ისტორია, რომელიც ერთი წერილით დაიწყო
-
9 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ 635 შემთხვევაა
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 309 გამოჯანმრთელდა და 10 გარდაიცვალა.
• კოვიდინფექციის პირველი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ – თენგიზ ცერცვაძე
• პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
-
ხანძარი მოსკოვში, საავადმყოფოს რეანიმაციაში, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ. დაიღუპა ერთი პაციენტი
ხანძარი გაჩნდა 50-ე საავადმყოფოში, ეს არის ერთ – ერთი მთავარი კლინიკა მოსკოვში, რომელიც სპეციალიზებულია კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის. სავარაუდო მიზეზი ჟანგბადის ცილინდრის აფეთქებაა.
რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულია თითქმის 200 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 1800-ზე მეტი ადამიანი.
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა