აფხაზეთის ოპოზიციას მიაჩნია, რომ მას დრტყმა მიაყენეს
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია ამ უქმეების განმავლობაში ორჯერ დააკავა რუსულმა მილიციამ. და მხოლოდ 4 დეკენბერს საღამოს შეძლო მან აფხაზეთში, ფსოუს გავლით გამომგზავრება.
მთელმა ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ალბათ სერიოზულ გავლენას მოახდენს აფხაზეთში არსებულ ისედაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ ბჟანიასთან დაკავშირებულ ინციდენტამდე ოპოზიციამ განაცხდა 15 დეკემბერს სრულიად სახალხო შეკრების თაობაზე, სადაც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას საკუთარი ნებით ვადამდელ გადადგომას მოსთხოვენ.
მოვლენების ქრონოლოგია:
ყველაფერი 3 დეკემბერს გვიან ღამით დაიწყო. მედიასა და Facebook-ზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საზღვრის გადაკვეთის დროს დაკავებულია ასლან ბჟანია. იქვე, თითქმის ღამითვე მოიწვიეს ოპოზიციური პარტია “ამცახარას” პოლიტსაბჭოს საგანგებო, გაფართოებული სხდომა და უკვე შუაღამეს გამოქვეყნდა პარტიის განცხადება.
პარტია ადანაშაულებს სოჭის მილიციას, რომ მათ ასლან ბჟანია “გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე” დააკავეს. კერძოდ, ბჟანიას თანმხლებთა თქმით, ერთ-ერთი დამკავებელი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და ბჟანია “აფხაზეთისა და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ საქმიანობაში დაადანაშაულა.”
“ორი დღის განმავლობაში ა.გ. ბჟანია არაერთხელ მიიყვანეს ქალაქ სოჭის შინაგან საქმეთა განყოფილებაში, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობდა… 3 დეკემბერს აფხაზეთი-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას, საპასპორტო კონტროლის დროს ა.გ. ბჟანია ცალკე განყოფილებაში გადაიყვანეს. მალევე მას მანქანით მიაკითხეს სამართალდამცვი სტრუქტურების წარმომდგენლებმა, და ის კვლავ სოჭის შინაგან საქმეთა განყოფილებაში დააბრუნეს”.
“ამცახარას” განაცხადებით, პარტიაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ “ოპოზიციურ ძალათა ბლოკის” თანათვმჯდომარეზე ზეწოლა აფხაზეთის ხელისუფლების შუამდგომლობით განხორციელდა.
რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტიაც გამოვიდა ხელისუფლებისადმი მოწოდებით, რომ არ გაამწვავონ ქვეყანაში არსებული ისედაც რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია.
დილით 4 დეკემბერს განცხადება გააკეთა აფხაზეთის პრეზიდენტის სპეც- სამსახურმა, რომელმაც ოპოზციის ბრალდებებს უპასუხა.
“პარტია “ამცხარას” პოლიტსაბჭოს ნაჩქარევ და ფაქტებით სრულიად გაუმყარებელ განცხადებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ სიტუაციას ამწვავებს”.
სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურმა ოპოზიციას მოუწოდა, პოლიტიკური გამძლეობა გამოავლინოს და კომპეტენტური ორგანოების ოფიციალურ ინფორმაციას დაელოდოს.
4 დეკემბერს, კვირას, დილით ბჟანიას მშობლიური სოფლის, ტამიშის მკვიდრმა მისმა მომხრეებმა, პროტესტის ნიშნად, გადაკეტეს სოხუმისკენ მიმავალი ცენტრალური ავტოტრასა, რის შედეგადაც უზარმაზარი საცობი წარმოიშვა.
აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტებმა ასლან ბჟანიასთან დაკავშირება შეძლეს. “მესამე დღეა, არ მიშვებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. გვიან საღამოს შინ ვბრუნდები, ვცდილობ, საზღვართან მივიდე და იქ არ მატარებენ. ამჟამად ქალაქ სოჭის პოლიციის განყოფილებაში ვიმყოფები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არ მახსოვს – რა მუხლით. ვითომ საბრძოლო მასალების უკანონოდ შენახვისთვის. ყველა საბუთი მაქვს, გუშინ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ. გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი არ დამიდევს, არც საზღვრის გადაკვეთის სხვა ზომებისთვის მიმიმართავს”, – ჰყვება ბჟანია სატელეფონო საუბრისას.
4 დეკემბერს, შუადღეს, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უამბო, რომ მან ჯერ კიდევ დილით წერილობით მიმართა აფხაზეთში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს პოდპოლკოვნიკ სტანისლავ აპსაევს.
წერილი, რომელიც მინისტრს საპასუხოდ მოუვიდა, იუწყებოდა, რომ ასლან ბჟანია, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა “GLOCK”- ის პისტოლეტისთვის განკუთვნილ 15 საბრძოლო მასალას, და რომ ჩვენების მიცემის შემდეგ ბჟანია ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გაათავისუფლეს.
მინისტრის თქმით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს აკავებენ მდინარე ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. “დეპუტატი რომ ვიყავი, ერთხელ ოთხი საათი დავკარგე საზღვრის გადაკვეთისას. ვიცი შემთხვევები, როდესაც იგივე დაემართათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. ბევრს აეროპორტში აჩერებდნენ.
შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებაზე. “ჩვენ კტეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერ ისეთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ეს აფხაზეთის ხელისუფლების შეკვეთით მოხდა. თუკი აფხაზეთის ხელისუფლებას ბატონი ბჟანიას მიმართ რაიმე კითხვები გაუჩნდება – ჩვენ მას ამ კითხვებს ნებისმიერ დროს დავუსვამთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ღიად და ადამიანურად. ერთმანეთთან ურთიერთობები კი მეზობელი სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით არასდროს არ უნდა ვარკვიოთ”, – თქვა ასლან კობახიამ.
4 დეკემბერს, კვირა შუადღეს ბჟანიას დაკავების სიტუაცია განიხილა აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს საგანგებოდ მოწვეულმა სხდომამ.
სხდომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მუხამედ კილბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ძაბავენ სიტუაციას, და ამიტომ, პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მოვლენების შესაძლო განვითარებაზე პრევენციული რეაგირებისკენ მოუწოდა.
“ზოგიერთ პოლიტიკოსის განცხადებები არაკორექტულია რუსი კოლეგებისადმი ჩვენი დამოკიდებულების მხრივაც. გარწმუნებთ, რომ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, კერძოდ კი პრეზიდენტი, ასეთ მეთოდებს არ იყენებს”, – განაცხადა კილბამ.
კვირას, 4 დეკემბერს, დღისით აფხაზეთის პრეზიდენტმა მიიღო აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი, სემიონ გროგორიევი. შეხვედრის დროს განიხილებოდა ასლან ბჟანიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ხაჯიმბამ სთხოვა რუსეთის ფედერაციის ელჩს, უმოკლეს ვადაში წარმოედგინა მომხდარის შესახებ ახსნა-განმარტება, და მაქსიმალური თანადგომა გამოეხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ასლან ბჟანიას დაუბრკოლებლად შეძლებოდა აფხაზეთში დაბრუნება.
იმავე დღეს შედგა გრიგორიევთან შეხვედრა ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ოფისშიც.
4 დეკემბერს, კვირას 20.00, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა ბლოკის თანათავმჯდომარეს, ასლან ბჟანიას აფხზეთი-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის ნება დართეს.
ოპოზიციურ ძალთა ბლოკმა აფხზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის, სემიონ გრიგორიევის მიმართ მადლიერება გამოხატა “ოპერატიული თანადგომისა და ინციდენტის დარეგულირებაში, ასევე – დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების განმუხტვაში პირადად მონაწილეობისთვის.“
4 დეკემბერს, კვირას, გვიან ღამით ასლან ბჟანია სოფელ ტამიშში ჩავიდა.
· ასლან ბჟანია, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელია (2010-2014წწ); 2014 წელს პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, და ხმების 35%-ით მეორე ადგილზე გავიდა, აფხაზეთის ახლანდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შემდეგ. არჩევნების დასრულებისთანავე ცალკე, “ოპოზიციურ ძალთა ბლოკად” გაერთიანებული ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი გახდა, სადაც შევიდნენ საქართველოსთან მომხდარი ომის ვეტერანების პარტია “ამცხარა” და სამი საზოგადოებრივი ორგანიზაცია: “ქალები პოლიტიკაში”, “აბზანხარა” და “აპრა”.
· პარტია “ამცახარა” – აფხაზეთის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ორგანიზაცია. 1999 წელს შეიქმნა როგორც საქართველოსთან ომში მონაწილე ვეტერანების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე სერგეი ბაღაფშის კანდიდატურა წამოაყენა. 2012 წელს გარდაიქმნა პოლიტიკურ პარტიად. 2014 წლის ზაფხულამდე. “ამცახარა” ხელისუფლების მთავარი დასაყრდენად იყო მიჩნეული. 2012 წლის ზაფხულში პრეზიდენტის სასახლეზე იერიში მიიტანეს და, ოპოზიციის ზეწოლით, პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. “ამცახარა”, რომელიც ანქვაბს ემხრობოდა, მაშინვე ოპოზიციაში გადავიდა და ამ მოვლენებს “გადატრიალება” უწოდა. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერდა ასლან ბჟანიას კანდიდატურას, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა და პირველობა რაულ ხაჯიმბას დაუთმო.
· 30 ნოემბერს “ამცახარას” რიგგარეშე ყრილობაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა 15 დეკემბერს დაგეგმილი სრულიად სახალხო შეკრების შესახებ, რომლის დროსაც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ვადამდელი გადადგომა უნდა მოსთხოვონ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს
პირველად გამოქვეყნებულია: 05.12.2016