გაათავისუფლეს „ბანდიტები“ და „ნარკომანები“
პრეზიდენტის ბრძანების შედეგად გათავისუფლებული პოლიტპატიმრები ფიქრობენ _ ვინ როგორ გამოიყენოს მოულოდნელი თავისუფლება.ბევრ მათგანს, პირველ რიგში, მკურნალობა სჭირდება; დანარჩენები კი მზად არიან, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და გააგრძელონ ის საქმიანობა, რომელიც, მათი აზრით, დაპატიმრების მიზეზი გახდა.
ისინი პოლიტპატიმრები არ არიან
გათავისუფლებული პოლიტპატიმრები თავის დროზე სრულიად სხვადასხვა მუხლის მიხედვით გასამართლდნენ.
ანარ მამედლი
ანარ მამედლის, „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის შესწავლის ცენტრის“ ხელმძღვანელს გადასახადებისგან თავის არიდების, უკანონო მეწარმეობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 5,5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
იადიგარ სადიღლი
ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილეს, იადიგარ სადიღლის თანასოფლელის ცემისთვის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მამედ აზიზოვი (საზოგადოებრივი მოძრაობა Nida)
მამედ აზიზიოვი და ადვოკატი ფარიზ მამაზლი
ომარ მამედოვი (Nida)
Nida-ს აქტივისტებს ასაფეთქებელი საშუალებების დამზადება და ნარკოტიკების შენახვა დააბრალეს მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციის წევრებმა 2013 წელს სამხედრო სისტემაში არსებული განუკითხაობის გასაპროტესტებლად მოწყობილ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ტოფიკ იაგულუ
ოპოზიციური პარტია ‘მუსავათის’ თავმჯდომარის მოადგილე, ტოფიკ იაგუბლუ ისმაილის რაიონში ჩასვლის შემდეგ, სადაც იმ პერიოდში მოსახლეობა აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს აწყობდა, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.
რაუფ მირკადიროვი მამის საფლავთან. მაშინ, როდესაც რაუფი პატიმრობაში იყო, მოხუცს სამართალდამცველები ესტუმრნენ და ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. დილით რაუფის მამა გარდიცვალა
იმავე დღეს, 17 მარტს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი ჟურნალისტი, რაუფ მირკადიროვი გათავისუფლდა. სახელმწიფოს ღალატისათვის შეფარდებული პატიმრობის რეალური ვადა სასამართლომ მას პირობითი სასჯელით შეუცვალა. თავისი გათავისუფლების კომენტირებისას მირკადიროვმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები დაცვის მხარემ სასამართლოში სრულად გააბათილა.
ოფიციალურმა ბაქომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ არიან.
მსოფლიოს რეაქცია
Reporters Without Borders, Amnesty İnternational, Freedom House, Front Line Defenders, PEN America, World Organisation Against Torture, Article 19 და კიდევ 14 საერთაშორისო ორგანიზაცია დარჩენილი პოლიტპატიმრების (სულ დაახლოებით ასი ადამიანის) გათავისუფლებას ითხოვენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხების ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრ ლამბსდორფმა, ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ, იზაბელ სანტოსმა და სხვა პოლიტიკოსებმა შეწყალების ფაქტი დადებითად შეაფასეს.
სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელებში შეწყალებას სიხარულით შეხვდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა ერთმანეთს ულოცავდა და იყო ერთი მსჯელობა,თუ რა გახდა ასეთი „დათბობის“ მიზეზი; ისმოდა შეკითხვაც _ როდის გაათავისუფლებენ დანარჩენებს?
‘ძალიან გამახარა ამ ამბავმა. ტოტალური უსამართლობის ფონზე, რაღაც პოზიტიური მაინც მოხდა’.
‘მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შეწყალებით გაათავისუფლეს, მაინც ყოჩაღები არიან პოლიტპატიმრების ადვოკატები. გათავისუფლების ამბავი სასამართლოს დარბაზებში უნდა გახმაურდეს _ იცოდნენ,რომ მათ მოწადინებას ამაოდ არ ჩაუვლია’.
მედია
ტელევიზია გაკვრით ახსენებს შეწყალებას და არ აღიშნავს, რომ ამნისტირებულთა შორის პოლიტპატიმრებიც არიან.
ასევე გააშუქეს კიდევ ერთი ახალი ამბავი: როდესაც არიფ და ლეილა იუნუსებმა ( პოლიტპატიმრები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს) სამკურნალოდ უცხოეთში გაგზავრების ნებართვის მისაღებად სასამართლოს მიმართეს, მათ უარი უთხრეს. ტელეკოპანია AzTV-მ კი ხოლოდ ის აღნიშნა, რომ იუნუსებმა ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს გათავისუფლებისთვის,ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის თხოვნა და ხელისუფლების უარი არც უხსენებია.
‘ამ სიიდან 14 ადამიანის გათავისუფლებას უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უშუამდგომლეს’, _ მხოლოდ ამ ფრაზით გამოეხმაურა ამ მოვლენას ნიუსპორტალი 1news.az .
‘მათ შორის ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებმაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობით გაითქვეს სახელი’, _ რეპორტაჟის ბოლოს ლაკონურად განმარტავს apa.az. საინტერესოა, რომ ვიდეორგოლში, რომელიც ამ ამბავს ასახავს, „რადიო თავისუფლების“ მიერ გადაღებული კადრებია ნაჩვენები, თუმცა სიუჟეტი ისეა დამონტაჟებული, რომ მხოლოდ ის ჩანს, თუ როგორ ხვდებიან ამნისტირებულები ნათესავებს.
არადა, azadlig.org-ის პირველად ვიდეომასალაში ამ ეპიზოდის შემდეგ ჩანს, თუ როგორ კოცნის ტოფიკ იაგუბლუ თავისი ქალიშვილის ფოტოს. იაგუბლუს შვილი მამის პატიმრობაში ყოფნისას გარდაიცვალა.იმავე სიუჟეტში იაგუბლუ აღნიშნავს, რომ ყველა ის განცხადება, თითქოს აზერბაიჯანში პოლიტპატიმრები არ არიან, უტიფარი სიცრუეა და მას ამის დამტკიცება შეუძლია.
- 17 მარტს პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა 148 ადამიანის შეწყალების ბრძანებას მოაწერა ხელი;
- თავისუფლება 14-მა პოლიტპატიმარმა მიიღო. მათ შორის არიან _ ცნობილი ჟურნალისტები, უფლებადამცველები, აქტივისტები და პოლიტიკოსები;
- ცნობილი ჟურნალისტი-გამომძიებელი ხაჯიდა ისმაილი და საზოგადოებრივი მოძრაობა „რე-ლის“ ხელმძღვანელი ილგარ მამედოვი ჯერ ისევ საპატიმროში იმყოფებიან.