ჰელსინკის კომისია: გამოიძიეთ ოცნების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება
გაზიარება
გაზიარება
ჰელსინკის კომისია
ჰელსინკის კომისია ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ “ქართულმა ოცნებამ “გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი სტივ კოენი.
“ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები მიაყენა. ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა შესახებ იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი ქცევა ქართულ ოცნებას რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან ალიანსში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე დაიხევენ უკან.
მოვუწოდებთ აშშ-ს ხელისუფლებას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დაუწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებს. ამავდროულად, კვლავ მოვუწოდებთ კოლეგებს კონგრესში მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტ დამატებით საშუალებას მისცემს მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”. – წერია განცხადებაში.