ტურისტი საკუთარ ქვეყანაში. ფოტორეპორტაჟი ყარაბაღიდან
ტურისტული მოგზაურობები ყარაბაღში
2020 წლის 44-დღიანი ომისა და 2023 წლის აზერბაიჯანის „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შემდეგ, ყარაბაღის რეგიონი სრულად დაბრუნდა ბაქოს კონტროლის ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ შუშაში, ხანქენდში და ფიზულში ტურისტული ჯგუფების ორგანიზება დაიწყო, რეგიონში თავისუფლად გადაადგილება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

ყარაბაღი ტურისტული მიმართულებად ყალიბდება
აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღის რეგიონს ტურისტული მიმართულების სტატუსს ანიჭებს და მის პოპულარიზაციას ინტენსიურად ცდილობს. ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს ასეულობით ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტმა მოინახულა შუშა, აღდამი და ფიზული.
გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შუშაში არსებული კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის — ისას წყარო, ჯიდირძუზუს მინდორი და მოლა პანაჰ ვაგიფის მავზოლეუმი.



ტურისტულმა კომპანიებმა ყარაბაღის მიმართულებით როგორც ერთდღიანი, ასევე მრავალდღიანი ტურების შეთავაზება დაიწყეს. ფასები 50-დან 150 მანათამდე მერყეობს.
ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში ყარაბაღში ტურისტული მოგზაურობების რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
2023 წლის დეკემბრიდან ინდივიდუალური ვიზიტებიც გახდა შესაძლებელი — კერძო ავტომობილებით შუშასა და სუღოვუშანში გამგზავრება რეგისტრაციის საფუძველზე ნებადართულია სპეციალური ონლაინ პლატფორმის, «Yolumuz Qarabağa»-ის მეშვეობით.

გოვჰარი იყო ყარაბაღის ხან იბრაჰიმის ქალიშვილი. მას ხალხი დიდ პატივს სცემდა და მის სახელს ტიტული „აღა“ დაემატა, რომელსაც ჩვეულებრივ მამრობითი სქესის მიმართ ხმარობენ.
რატომ რჩება გადაადგილება ყარაბაღში შეზღუდული
ყარაბაღის რეგიონში თავისუფალი გადაადგილება ამ ეტაპზე რიგი მიზეზების გამო მკაცრად რეგულირდება:
ნაღმების საფრთხე: აზერბაიჯანის განაღმვის ეროვნული სააგენტოს (ANAMA) ინფორმაციით, 100,000-ზე მეტი ნაღმი უკვე გააუვნებელეს, თუმცა მრავალი ტერიტორია კვლავ დაუცლელია. ტურისტებს მხოლოდ სპეციალურად მონიშნულ უსაფრთხო მარშრუტებზე გადაადგილების უფლება აქვთ.
საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ყარაბაღში შესვლა და გამოსვლა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. ვიზიტორებმა წინასწარ უნდა მიიღონ ნებართვა პლატფორმის Yolumuz Qarabağa საშუალებით. დღიურად დაშვებულია მხოლოდ 80 მანქანის შესვლა შუშაში და 60 — სუღოვუშანში.
საზღვრისპირა დაძაბულობა: სომხეთთან მოსაზღვრე რაიონებში მოგზაურობა უსაფრთხოების მოსაზრებით აკრძალულია.
ინფრასტრუქტურის დეფიციტი: მიუხედავად აღდგენის სწრაფი ტემპებისა, რეგიონში სასტუმროებისა და ტურისტული სერვისების რაოდენობა კვლავ შეზღუდულია.
შეზღუდვები უცხოელი ვიზიტორებისთვის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყარაბაღს კვლავ ანიჭებს სტატუსს — „არ იმოგზაუროთ“ (Level 4), ნაღმების და უსაფრთხოების სხვა რისკების გამო.

ავტორი ამბობს, რომ აღდამი შეიძლება აღიწეროს ორი სიტყვით: „განვითარება“ და „განადგურება“. მეორე ომის დროს აქ ბრძოლები არ ყოფილა, მაგრამ პირველი ომისგან მხოლოდ კედლების ფრაგმენტები იყო შემორჩენილი.

მიმდინარეობს მშენებლობა. გიდი აღნიშნავს, რომ მათ სასტუმროც კი ააშენეს.

იგი მდებარეობს აღდამთან, მაგრამ არ განადგურებულა, რადგან იქ სომხები ცხოვრობდნენ. შემორჩენილია მრავალი სახლი (თითქმის ყველა ცარიელია).

აგებულია მე-18 საუკუნეში, პანაჰალი ხანის ბრძანებით.




გიდი ამ ადგილს „სულების ქალაქს“ უწოდებს. ამბობს, რომ ბევრი სიახლეა, მაგრამ იმ ადგილებში, რომლებიც მოინახულა, თითქმის არ შეხვედრია ხალხს.




ყოფილი კინოკლუბის შენობა, ახლა კულტურული ცენტრი და პირველი კინოთეატრია ამ ტერიტორიაზე.
