საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI-ის ახალი კვლევა
NDI-ის ახალი კვლევა
NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. ასევე, კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში – ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 18%-ს საკვებზე ფული არ ჰყოფნის.
შეკითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ფული არ გვყოფნის საკვებზე – 18%
- ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე – 35%
- ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები – 36%
- საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა – 7%
- საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება – 2%
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 2%
ამავე კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მომდევნო 12 თვეში მოსალოდნელია რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს, 76% აცხადებს, რომ “მოსალოდნელი არაა”, ხოლო 4%-მა არ იცის.
აღსანიშნავია, რომ თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.
NDI-ს კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
● ფასების ზრდა/ინფლაცია – 39%,
● სამუშაო ადგილები – 38%,
● სიღარიბე – 30%,
● ტერიტორიული მთლიანობა – 25%,
● პენსიები – 24%.
ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება. ასევე ეთნიკურ უმცირესობებში მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილები დასახელდა.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
● რატომ არ ვითარდება ბიზნესი სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებს შორის? სამი ამბავი
კითხვაზე, “როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას”, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- კარგად – 51%
- ცუდად – 39%
- არ ვიცი – 8%
- უარი პასუხზე – 2%
ამავე კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად მოსახლეობის 32% აფასებს, პრემიერის საქმიანობას 27%, პარლამენტის საქმიანობას კი 31%.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად არის განაწილებული:
კვლევის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 6% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია.
მოსახლეობის 48% აღნიშნავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, 44% – საშუალოა, 6%-კარგია და 2% ამბობს, რომ არ იცის.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია (“ცუდი” შეფასების მაჩვენებელი 55 პროცენტიდან 48 -მდე შემცირდა).
საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.
კითხვაზე, “მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს NATO-ს წევრი”, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მისაღებია – 73%
- მიუღებელია – 14%
- არ ვიცი – 11%
● ადამ კიზინგერი: ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს
ამავე კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა.
მოსახლეობის 81%-სთვის მისაღებია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 9%-სთვის მიუღებელია, 9%-მა არ იცის.
ასევე, აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის აზრით, მთავრობა საკმარისს ან არაფერს აკეთებს EU-ში გასაწევრიანებლად.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25% ამბობს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო დაშორდა ევროკავშირს. მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო დაუახლოვდა EU-ს, 29% თვლის, რომ ურთიერთობები არ შეცვლილა, 15%-მა არ იცის.
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:
- არც ერთი – 39%
- ქართული ოცნება – 25%
- უარი პასუხზე – 10%
- არ ვიცი – 7%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 6
- სხვა პარტიები – 13%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
კითხვაზე, “საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის მიმართ”, პასუხები შემდეგნაირად არის განაწილებული:
- უარყოფითი – 80%
- დადებითი – 13%
- არ ვიცი – 6%
- უარი პასუხზე – 2%
რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
კვლევის მიხედვით, რუსი ხალხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის 38%-ს აქვს, დადებითი კი 56%-ს.
კვლევის მიხედვით, რუსი ხალხის მიმართ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ თბილისის მოსახლეობას, 18-34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს.
საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის.
რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის 80%-ს აქვს, ხალხის მიმართ კი 13%-ს.
ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობის 69% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. 21% ამბობს, რომ არ უნდა დაწესდეს, ხოლო 10%-მა არ იცის.
სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18 -34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ.
ასევე, 69% ამბობს, რომ საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. მხოლოდ 17% ამბობს, რომ გავლენა დადებითი იქნება. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. მაგალითად თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.
● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
● გაიგე, რამდენად დიდია შანსი რომ მოგკლან. ანიმაციური ვიდეო ფემიციდის შესახებ
● ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა გრძელდება
კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს:
1) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩაში, პარკში, ავტობუსისა და მეტროს გაჩერებებზე, კაფესა და რესტორანში) თავს ზოგადად დაცულად გრძნობენ – კაცების 71% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 24% არ ეთანხმება, რაც შეეხება ქალებს – 53% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 46% კი არ ეთანხმება.
2) როდესაც ჩემი შვილი ბაღშია/სკოლაშია, დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოდაა – კაცების 18% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 6% არ ეთანხმება. ქალების 21% ამ დებულებას ეთანხმება, 14% კი არ ეთანხმება.