აშშ-მ პირველად დაუწესა სანქცია აზერბაიჯანში ოფიციალური პირს
აშშ-მ პირველად დაუწესა სანქცია აზერბაიჯანში ოფიციალური პირს
აზერბაიჯანის პოლიციის პოლკოვნიკი ქერიმ ალიმარდანოვი გახდა პირველი თანამდებობის პირი, რომელსაც უცხო ქვეყნის სახელმწიფომ სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები ქერიმ ალიმარდანოვს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის მაგნიტსკის აქტის მიხედვით (ასევე ცნობილი როგორც “მაგნიტსკის სია”) დაუწესდა, მაგრამ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს პოლკოვნიკის მონაწილეობას პატიმრების წამებაში.
ალიმარდანოვი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამშრომელია (ე.წ. ბანდების დეპარტამენტი) და ასევე არის 40-ზე მეტი ადამიანის წამებაში ეჭვმიტანილი და ბრალდებულია კორუფციაშიც.
„7031(c) მუხლის შესაბამისად, ალიმარდანოვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის, კერძოდ – 2015 და 2016 წლებში დაკავებულების წამების გამო“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო სანქციები აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალური პირის წინააღმდეგ დაწესდა.
კონკრეტულად რა სანქციებზეა საუბარი, ცნობილი არ არის. თუმცა, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას, შეერთებულ შტატებში ანგარიშების და ქონების ჩამორთმევას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შეერთებული შტატების მოთხოვნით მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე შეიძლება დააკავონ პირები, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე.
“არის შედეგები”
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში რიჩარდ კოზლარიჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კერიმ ალიმარდანოვს სანქციები დაუწესა მაგნიტსკის აქტის მიხედვით ადამიანის უფლებების დარღვევისთვის:
„ბაქოს რეჟიმმა დაუსჯელად დაარღვია ადამიანის უფლებები და ესეც შედეგები. იმედი მაქვს, რომ ეს სანქციები კორუფციაში ჩაფლულ ჩინოვნიკებზეც გავრცელდება“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის პოლკოვნიკი ქერიმ ალიმარდანოვი დაარღვია ადამიანის უფლებები და მონაწილეობდა პატიმრების წამებაში.
„თქვენ მიერ დასახელებული თანამშრომელი გამოირჩევა პატრიოტიზმითა და ხალხის სიყვარულით. ის თავის სფეროში პროფესიონალია. ალიმარდანოვმა თქვა თავისი სიტყვა მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულთან ბრძოლაში.“
რით არის ცნობილი ალიმარდანოვი?
ალიმარდანოვის სახელი საზოგადოებისთვის 2015 წლის 26 ნოემბერს ბაქოს გარეუბანში, სოფელ ნარდარანში სპეცოპერაციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც სწორედ ალდამოვი ხელმძღვანელობდა.
2015 წლის 26 ნოემბერს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნარდარანში სპეცოპერაცია ჩაატარა. შეტაკებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი პოლიციელი. ამ ოპერაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ბევრი მათგანი მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის გაასამართლეს და სხვადასხვა სასჯელები შეუფარდეს.
ალიმარდანოვის სახელი გაჟღერდა სოციალური და პოლიტიკური აქტივისტების დაკავების საქმეებშიც. მან მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ სასამართლო პროცესზე – სისხლის სამართლის საქმეში აქტივისტ ელგიზ გაჰრამანლის წინააღმდეგ. სასამართლო სხდომაზე ალიმარდანოვმა უარყო გაჰრამანლის დაცვის მხარის ბრალდებები, რომ აქტივისტი პოლკოვნიკის პირად კაბინეტში აწამეს და ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
ელგიზ გაჰრამანლი ნარკოტრაფიკის ბრალდებით 2016 წელს დააკავეს. მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შემდეგ აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ შეცვალა მუხლი, რომლითაც გაჰრამანლი გაასამართლეს და პატიმრობის ვადა სამ წლამდე შეამცირა. ელგიზ გაჰრამანლი პოლიტპატიმრად იქნა აღიარებული. 2019 წლის მარტში ის პრეზიდენტმა შეიწყალა. აზერბაიჯანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
2015 წლის ივლისში, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, პოლკოვნიკი ალიმარდანოვი დაჯილდოვდა მედლით “განსაკუთრებული გმირობისთვის”.