თბილისში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ორი პარალელური აქცია გაიმართა. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა აქცია “უკვდავი პოლკი” გამართა, რომელიც საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. საზოგადოების ნაწილი ამ აქციას რუსული პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
თბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
აქციის ზოგიერთ მონაწილეს სტალინის სურათები, ასევე საბჭოთა წითთელი დროშები ეჭირა – იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია და ამის შესახებ გაფრთხილებაც მიიღეს.
თბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
ვაკის პარკში პარალელური აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეებმა “უკვდავი პოლკის” ჩატარება გააპროტესტეს, რადგან საქართველოში მოსკოვში დაგეგმილი აქციების მოწყობა მიუღებლად მიაჩნიათ.
თბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
თბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
თბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
თბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnewsთბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
ორივე აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა. კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. შსს-ს ცნობით, იგი დროშის ტარით მოწინააღმდეგეებისთვის დარტყმის მიყენებას ცდილობდა.
თბილისი, 9 მაისი 2019 2. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
დილიდან ვაკის პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად იკრიბებიან ვეტერანები, პოლიტიკოსები, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.