Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 78%-ს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართოს.
კვლევა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა.
მათივე ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო – 8 სექტემბრის შუალედში.
მოკლედ, რას ვკითხულობთ კვლევაში
კითხვაზე “თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?”, შედეგები ასე გადანაწილდა:
ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება:
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს ასახელებს (31%), შემდეგ უმუშევრობას (27%), სიღარიბეს (24%), დაბალ ხელფასებს (18%), ემიგრაციას (18%) და ოკუპირებულ ტერიტორიებს (17%).