2019 წელი ერევნის „ზვარტნოცის“ აეროპორტისთვის რეკორდული აღმოჩნდა
ერევნის „ზვარტნოცის“ აეროპორტი 2019 წელს პირველად მოემსახურა 3 მილიონ ადამიანს. ეს არსებობის ყველა წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
რეკორდი უშუალოდ 30 დეკემბერს მოსკოვი-ერევნის რეისის ჩაფრენით იქნა მიღწეული. მის ყველა მგზავრს მუსიკით ხვდებოდნენ და ღვინოსა და ტკბილეულს ჩუქნიდნენ.
საერთაშორისო ტოპ-რეიტინგები და კრიზისი საქართველოში
ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუ რა ფაქტორები დაეხმარა ერევნის აეროპორტს საგარეო მიმოსვლის გაზრდაში. შესაძლოა, ძირითადი შემდეგი სამი რამ იყოს:
• 2019 წელს სომხეთი რამდენჯერმე მოხვდა სხვადასხვა ტურისტული რეიტინგის ტოპებს შორის, კერძოდ, სააგენტოBloomberg-მა ქვეყანა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მარშრუტების ათეულში შეყვანა, ხოლო ჟურნალმა Forbes-მა ერევანი პლანეტის ყველაზე მეტად შეუფასებელი ადგილების 10-ეულში შეიყვანა.
• სავარაუდოდ, სომხეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა და ადგილობრივმა სააგენტოებმა საერთაშორისო ბაზრებზე უფრო აქტიურად და წარმატებულად დაიწყეს მუშაობა.
• შესაძლოა, რომ მონაცემებზე მეზობელ საქართველოში არსებული კრიზისი აისახა. და ბევრი რუსი ტურისტი ერევანში მიფრინავდა და საქართველოში იქედან ჩადიოდა. ასევე, სამმა ავიაკომპანიამ საქართველოში დასასვენებლად გამგზავრების მსურველებს ტრანზიტული ფრენები შესთავაზა.
• რატომ გაწყვიტა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა
• როგორ დაეხმარა სომხეთი საქართველოს, რომ რუსი ტურისტები არ დაეკარგა
• სომხეთის სამოქალაქო ავიაციის შესახებ
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში იმ მგზავრების რიცხვი, რომლებსაც „ზვარტნოცი“ მოემსახურა, 50-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა, – იუწყება აეროპორტის პრეს-მდივანი სატენიკ ოვანისიანი:
„ჯერ კიდევ წლის შუა თვეებში ჩვენ უკვე ვვარაუდობდით, რომ წლის ბოლოს მგზავრების რეკორდული მაჩვენებელი გვეყოლებოდა. პროცენტული შესაბამისობით, ეს 11%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს. იმ წელს „ზვარტნოცის“ გავლით სომხეთში 2 მილიონ 693 ათასი ადამიანი ჩავიდა“.
სატენიკ ოვანესიანს გაუჭირდა პასუხის გაცემა, თუ რამდენად იმოქმედა სიტუაციაზე რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ.
2019 წელი – სომხეთში ლოუკოსტერების წელიწადია
სტატისტიკა ამბობს, რომ სომხეთში რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის.
ასევე სომხეთიდან ამ მიმართულებებით ბევრი მიფრინავს.
სომხეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბევრად იშვიათად დაფრინავენ. ექსპერტები ამას სავიზო რეჟიმს, და ავიაბილეთების მაღალ ფასებს უკავშირებენ.
თუმცა, არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ შესაძლოა, სიტუაცია მალე შეიცვალოს.
2020 წელს სომხეთში პირველი ევროპული ლოუკოსტერი Ryanair იწყებს მუშაობას. უკვე იანვარში რომისა და მილანის მიმართულებით პირველი იაფი ფრენები განხორციელდება. 2020 წლიდან საბიუჯეტო ფასებად გაჩნდება რეისი ერევანი-ბერლინი, ხოლო სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქიდან, გიუმრიდან მიუნჰენში ფრენები დაიწყება.
2019 წლის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხურ ბაზარზე კიდევ ერთი საბიუჯეტო ავიაკომპანია Wizz Air შემოდის. ეს უნგრული ლოუკოსტერია, 3 აპრილიდან ის ერევნიდან ვილნიუსისა და ვენის მიმართულებით რეისებს აამოქმედებს.