ლენინგორის[ახალგორის ] რაიონში მცხოვრებმა 25-მა ქართველმა სამხრეთი ოსეთის პასპორტები მიიღო. მსგავსი შემთხვევა 2014 წელსაც დაფიქსირდა.
გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს ჰგავს, რადგანაც სამხრეთოსური პასპორტების დარიგების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღეს. არჩევნები სამხრეთ ოსეთში ა.წ. 9 აპრილს ჩატარდება.
2014 წელს სამხრეთი ოსეთის მოქალაქეობა რაიონის ასმა მოსახლემ მიიღო. ისინი ეთნიკურად ქართველები არიან.
“რაიონის მოსახლეობა ამ ამბავს სიხარულით შეხვდა… ბოლო 1-1,5 წლის განმავლობაში ადამიანებმა საერთოდ დაკარგეს იმის იმედი, რომ ოდესმე სამხრეთი ოსეთის მოქალაქის პასპორტს მიიღებდნენ”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარა მეარაყიშვილმა “ეხო კავკაზთან“ საუბრისას .
მისი თქმით, მცირე ხნის წინათ გამართულ შეხვედრაზე რაიონში მცხოვრებმა ადამიანებმა სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტს მოქალაქეობა სთხოვეს. ლეონიდ თიბილოვი მათ ამ პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა.
ამავდროულად მეარყიშვილი უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასა და პასპორტების გაცემას შორის რაიმე კავშირი არსებობს. მისი თქმით, „იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებმაც პასპორტები მიიღეს, თიბილოვის კონკურენტების აშკარა მხარდამჭერია”.
მეარაყიშვილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ სამხრეთი ოსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა როგორც იქნა დაიძრა ერთი ადგილიდან. მათი ოპტიმიზმი განპირობებულია რესპუბლიკის პრეზიდენტის საჯარო განცხადებით, რომლის მიხედვითაც, ლენინგორის რაიონის ძირძველი მოსახლეობისათვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა არასწორი საქციელია.
სამხეთ ოსეთმა ლენინგორის [ახალგორის] რაიონზე სრული კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოიპოვა. რაიონის მოსახლეობის დიდ ნაწილი დღემდე საქართველოს მოქალაქედ რჩება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ტერმინოლოგიასა და შეხედულებებს გადმოსცემს, და არ არის აუცილებელი რედაქციის პოზიციას ასახავდეს.