17 მაისი საქართველოში. თარიღის მოკლე ისტორია
17 მაისი საქართველოში
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – იგი ლიბერალური საზოგადოებისა და ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის დაპირისპირების სიმბოლოდ იქცა.
2011 წლიდან მოყოლებული ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტქ აქტივისტები და საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოშიც აღნიშნავდნენ – იკრიბებოდნენ თბილისის ცენტრალურ განზირზე მშვიდობიან დემოსტრაციაზე, მოჰქონდათ ტრანსფარანტები, სადაც გმობდნენ ჰომოფობიას და კიდევ ერთხელ აფიქსირებდნენ, იმ პრობლემებს, რომლებიც თემის წარმომადგენლებს აქვთ საქართველოში.
თუმცა, 2013 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. 2013 წლის 17 მაისს აგრესიულმა ჯგუფებმა ჰომოფობიის წინააღდეგ მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს – ისროდნენ ქვებს, მისდევდნენ ადამიანებს ჯოხებით და სხვა საგნებით. ამ პროცესს სათავეში ეკლესიის წარმომადგენლები ედგნენ – იმ დღეს ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ანაფორიანი ადამიანები როგორ ძალადობენ ადამიანებზე და ასევე ძალადობის წამქეზებელ განცხადებებს აკეთებენ.
მოგვიანებით, 17 მაისის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც მოხვდა.
2021 დეკემბერში სტასბურგის სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, სახელმწიფომ წინასწარ იცოდა, რომ მზადდებოდა ძალადობა, მაგრამ ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად ხელისუფლებამ ზომები არ მიიღო.
ამ დღის შემდეგ ეკლესიამ, კონკრეტულად კი პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ახალ ეროვნულ დღესასწაულად – ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. უკვე რამდენიმე წელია, ამ დღეს პომპეზურად აღნიშნავენ – მრევლი და ასევე ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან ქალაქის ცენტრში ჯვრებით და ეროვნული კოსწიუმებით, მოჰყავთ შვილები, ხელში უჭირავთ ხატები და ჯვრები და ამგვარად მსვლელობით აღნიშნავენ ეკლესიის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს. დემონსტრანტებს უჭორავთ ჰომოფობიური ტრანსფარანტები და კეთდება ჰომოფობიური, დისკრიმინაციული განცხადებები.
ლგბტქ თემის წარმომადგენლები და მათი მათი მხარდამჭერები ესკალაციისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იძულებულნი არიან უფრო მოკრძალებული ფორმით აღნიშნონ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. მიუხედავად იმისა, რომ მათი აქციები ყოველთვის მშვიდობიანი და არც ისე ხალხმრავალია, ხშირად ადგილი აქვს პროვოკაციებს და ძალადობას ულტრამემარჯვენეების მხრიდან.