ჩვენებური მოხუცები
საბჭოთა მოქალაქეების მთელი თაობები ისეთ კულტურაში აღიზარდნენ, სადაც აკრძალვებსა და მძიმე შრომას უზრუნველყოფილ სიბერეზე დაპირებებით ამართლებდნენ – ანუ, პენსიაზე გავალთ და დავისვენებთო. იმ დროს “დამსახურებული დასვენება” სტაბილურობის იმედს იძლეოდა.
უმრავლესობას ასეთი მომავალი არ დაუდგა.
როგორ ცხოვრობენ აღმოსავლეთი ევროპის პენსიონერები საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2 წლის შემდეგ – სომეხი, ქართველი, აზერბაიჯანელი, ასევე – უკარინელი, ბელარუსი და მოლდოველი ჟურნალისტების ერთობლივი პროექტი.
აზერბაიჯანი
- პენსიონერების რაოდენობა: 1 მილიონ 299 ათას 946 (მოსახლეობის 13%)
- საპენსიო ასაკი: 63 წელი – მამაკაცებისთვის, 60 წელი – ქალებისთვის;
- საშუალო ასაკობრივი პენსია აზერბაჯანში -177 მანათი(95 ევრო), მაქსიმალური, “ეროვნული გმირის” წოდების მქონეთათვის -1300 მანათი (715 ევრო).
როგორც პენსიონერები ამბობენ, პენსიიდან მათი დანახარჯი დაახლოებით ასეთია:
- 30 მანათი – კომუნალური ხარჯები და ტელეფონი;
- 10 მანათი -ტრანსპორტი;
- 20 მანათი – საყოფაცხოვრებო ქიმიისთვის (საპონი, სარეცხი ფხვნილი, შამპუნი და ა.შ.);
- 20 მანათი – ყველაზე აუცილებელი წამლებისთვის.
დარჩენილი დაახლოებით 90 მანათი (50 ევრო) უნდა ეყოთ საკვებად თვის განმავლობაში და წვრილმანი სშინაო საჭიროებებისთვის, მაგალითად მოშლილი ონკანის შესაცვლელად.
სერიოზულად მკურნალობა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა წარმოუდგენელია ნათესავების დახმარების გარეშე.
მარტოხელა მოხუცები კი მასობრივად ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ნუშაბა აკპეროვა 37 წელი ხალიჩებს ქსოვდა. მაშინ კარგად ცხოვრობდნენ – შვილებსაც ეხმარებოდა, შვილიშვილებსაც. ახლა მის ოჯახს უჭირს, ნუშაბას განსაკუთრებით. ის მოხუცდა, კბილების პრობლემა აქვს, პროტეზი სჭირდება, პენსიით კი ამ პრობლემებს ვერ უმკლავდება.
სომხეთი
- პენსიონერების რაოდენობა: 451, 900 (მოსახლეობის 15%)
- საპენსიო ასაკი: 65 წელი – მამაკაცებისთვის, 63 წელი – ქალებისთვის;
- საშუალო პენსია – 80 ევროს ექვივალენტი (2015 წლიდან).
პენსიონერები ამბობენ, რომ მათ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის ეკონომიურად გამოყენება უწევთ. ბუნებრივი აირით ბინის გათბობას თვეში 20-25 ათასი დრამი (დაახლოებით 40-50 ევრო) სჭირდება, ელეტროენერგიასა და წყალს – 7-11 ათასი დრამი (დაახლოებით 15-25 ევრო).
დანახარჯის მნიშვნელოვანი შემადგენელია – წამლები. ამაში საშუალოდ 5-15 ათასი დრამი (9-29 ევრო) იხარჯება. სერიოზული დაავადების შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის პრობლემა გადაულახავი ხდება სხვის დაუხმარებლად.
საჭმლისთვის არც არაფერი რჩება. ხანში შესულები ჩივიან, რომ ხორცის, თევზის ან ქათმის ჭამის უფლებას თავს მხოლოდ თვეში ერთხელ თუ აძლევენ.
შოგიკ ალეკიანი 48 წელი ფოსტალიონად მუშაობდა. “პენსია აფთიაქში მხოლოდ ერთ შესვლაზე მყოფნის,” – ამბობს ის.
საქართველო
- პენსიონერების რაოდენობა; 867, 000 (მოსახლეობის 22 პროცენტი);
- საპენსიო ასაკი: 65 მამაკაცებისთვის, და 60 ქალებისთვის;
- პენსიის საშუალო რაოდენობა: 70 ევროს ექვივალენტი.
პენსიების 20 პროცენტზე მეტი მოდის მაღალმთიანი რაიანების მაცხოვრებლებზე. ისინი მომატებულ პენსიას იღებენ – 80 ევროს ექვივალენტს, ასევე გარკვეულ შეღავათებს. სპეცილური პენსიები ენიშნებათ აგრეთვე პარლამენტის დეპუტატებს მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ – დაახლოებით 208 ევროს ექვივალენტი.
პენსიონერების თქმით, კომუნალური გადასახადებისთვის მათ თვეში დაახლოებით 13 ევრო ეხარჯებათ, წამლებზე, სულ მცირე – 15 ევრო. საქართველოში პენსიონერები სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში არინ ჩართულები. ეს მედიკამენტებისთვის საჭირო დანახარჯს არ ანაზღაურებს, მაგრამ მათთვის, ვისაც გადაუდებელი და გეგმიური, ძვირად ღირებული ოპერაციები სჭირდებათ, ეს დიდი დახმარებაა. სახელმწიფო, როგორც წესი, საოპერაციო ხარჯის 90 პროცენტს ანაზღაურებს.
2017 წლის ოქტომბრიდან ხელისუფლება მსოფლიო გამოცდილებასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ დაგროვების სისტემაზე გადასვლას გეგმავს. პენსიის საბზისო ნაწილი (და ეს ახლანდელ პენსიონერებს ეხებათ) ყოველწლიურად ინდექსირდება. დაგროვების ნაწილში შენატანებს გადარიცხავენ როგორც დასაქმებული მოქალაქეები, ისე მათი დამსაქმებლები.
სავარაუდოა, რომ ახალი სისტემით სარგებელს ისინი ნახავენ, ვინც პენსიაზე 10-15 წლის შემდეგ გავა. დღევანდელი პენსიონერებს კი შეიძლება მხოლოდ პენსიის გაზრდის იმედი ჰქონდეთ, ინფლაციის გათვალისწინებით.
82 წლის ვლადიმერ ზანგურაშვილი ამაყობს იმით, რომ ერთ დროს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ამბობს, რომ წარმატებული ინჟინერი იყო და საქართველოში პირველი გაზის გამათბობელი ააწყო, რომელიც შემდეგ მასობრივ წარმოებაში ჩაეშვა. დღეს მას ერთი პატარა ოთახი აქვს სარდაფში, სადილს “კათარზისში” ელოდება და უფულობის გამო აუცილებელ წამლებს ვერ ყიდულობს.
და მოკლე ინფორმაცია რამდენიმე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის შესახებ:
უკრაინა
- პენსიონერების რაოდენობა: 12 მილიონ 297 ათასი (მოსახლეობის 29 პროცენტი);
- საპენსიო ასაკი: 65 წელი მამაკაცებისთვის და 60 წელი ქალებისთვის;
- პენსიის საშუალო რაოდენობა: 61 ევროს ექვივალენტი – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში.
ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ, მომატებულ პენსიას იღებენ. ასევე ისინიც, ვინც ძალოვან სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული.
უკრაინის საპენსიო სისტემა სინამდვილეში – გაკოტრებულია. საპენსიო ფონდის ბიუჯეტში დეფიციტმა 5,2 მილიარდ ევროს მიაღწია.
რუსეთი
- პენსიონერების რაოდენობა: 42 მილიონ 729 ათასი (მოსახლეობის 30 პროცენტი);
- საპენსიო ასაკი: 60 წელი მამაკაცებისთვის და 55 ქალებისთვის. 2017 წლის იანვრიდან – 65 წელი მამაკაცებისთვის და 60 წელი ქალებისთვის;
- პენსიის საშუალო რაოდენობა: 180 ევროს ექვივალენტი (საშუალო ხელფასის 34 პროცენტი).
ყოფილ ჩინოვნიკებსა და შსს-ს თანამშრომლებს შეიძლება ორჯერ მაღალი პენსია ჰქონდეთ.
ხანში შესული ადამიანები პენსიის ნახევარს კომუნალურ მომსახურეობასა და წამლებში იხდიან. თითქმის ყოველი მესამე პენსიაზე მყოფი რუსი მუშაობას აგრძელებს.
ბელარუსი
- პენსიონერების რაოდენობა: 2 მილიონ 500 ათასი (მოსახლეობის 23 პროცენტი);
- საპენსიო ასაკი: 60 წელი მამაკაცებისთვის და 55 ქალებისთვის. 2017 წლის იანვრიდან – 63 წელი მამაკაცებისთვის და 58 წელი ქალებისთვის;
- პენსიის საშუალო რაოდენობა – 140 ევრო.
პენსიის მეათედს კომუნალური მომსახურეობა “ყლაპავს”: ბინის გადსახადი, შუქი, ბუნებრივი აირი, ტელეფონი. და ეს ინტერნეტისა და ტელევიზიის გარდა.
დანახარჯების მეორე შემადგენელია – წამლები. ბელარუსიელი პენსიონერები საკუთარ ჯანმრთელობაზე მთლიანი თანხის მესამედიდან ნახევრამდე ხარჯავენ.
პენსიონერების მეოთხედი მუშაობს. მომუშავე პენსიონერთა შორის უმეტესობა ქალია.
მოლდოვა
- პენსიონერების რაოდენობა: 700 000 ( მოსახლეობის 17 პროცენტი);
- საპენსიო ასაკი: 62 წელი კაცებისთვის და 57 წელი ქალებისთვის;
- პენსიის საშუალო რაოდენობა – 60 ევროს ექვივალენტი;
მოლდოვაში მინიმალური პენსია – 32-36 ევროს ექვივალენტს უდრის. პენსიონერთა დაახლოებით 10 პროცენტი იღებს მომატებულ პენსიას.
პენსიის გარდა, ბევრი ხნიერი ადამინი იღებს სოციალურ დახმარებას წლის ცივი პერიოდის განმავლობაში. ამ დახმარების თანხა ყოველწლიურად მტკიცდება ხელისუფლების მიერ. წელს ეს თანხა 16 ევროს ექვივალენტურია.
პროექტი მომზადებულია შემდეგი ავტორების ერთობლივი ძალისხმევით: ოლგა ბულატი, კიმ ვორონინი, გიორგი ზედგენიძე, არტიომ მარტინოვიჩი, ნატალია მარშალკოვიჩი, გაიანე მკრტიჩიანი, ნადია აპენკო, იური პეტრუშევსკი, ვლადისლავ სოროკინი, ანა შტორმი, მაქსიმ ერისთავი – აღმოსავლეთი ევროპის რუსულენოვანი მედიაქსელის ფარგლებში.
გამოქვეყნებულია: 02.12.2016