ფოტორეპორტაჟი აფხაზეთის მაღალმთიანი სოფელ ფსხუდან
აფხაზეთის მაღალმთიან სოფელ ფსხუში მხოლოდ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ესენი არიან მე-19 საუკუნის შუაში, რუსეთიდან ჩამოსახლებული გლეხების შთამომავლები.
აფხაზეთის მაღალმთიან სოფელ ფსხუში მხოლოდ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ესენი არიან მე-19 საუკუნის შუაში, რუსეთიდან ჩამოსახლებული გლეხების შთამომავლები.
აფხაზეთის მაღალმთიან სოფელ ფსხუში მხოლოდ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ესენი არიან მე-19 საუკუნის შუაში, რუსეთიდან ჩამოსახლებული გლეხების შთამომავლები.
ფსხუ კავკასიონის მთავარ ქედსა და ბზიფის ქედს შორის, ზღვის დონიდან 760 მეტრზე მდებარეობს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს სოფელი იყო გერმანული არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, რომელმაც 1942 წლის სექტემბერში, მოახერხა კიდეც მცირე დროით მისი ხელში ჩაგდება. აქედან კონტროლდებოდა რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უღელტეხილი.
ზამთრობით სოფლამდე მისვლა რთულია - ადგილობრივებს ექმნებათ პრობლემები პროდუქტებსა და მედიკამენტებთან დაკავშირებით.
წლის სხვა დროისთვის, მისასვლელად ორი ვარიანტი არსებობს:
მისვლა შეიძლება ნაწილობრივ ავტომობილით და ნაწილობრივ ცხენებით - ამისათვის, დაახლოებით, 8 საათია საჭირო.
ასევე შეიძლება ჩაფრენა 12-ადგილიანი პატარა თვითმფრინავით, სულ რაღაც 30 წუთში 28 ათას რუბლად (დაახლოებით, 450 დოლარად). ტურისტები ამბობენ, რომ ეს ძვირი არ არის, მაგრამ ადგილობრივებისთვის დიდი თანხაა.
ისინი ძირითადად იმით ცხოვრობენ, რასაც თავად აწარმოებენ: ყიდიან ყველს, თაფლს, ღვინოს, ჭაჭას, ხილსა და ბოსტნეულს. ამ ყველაფრის რეალიზაციაში ადგილობრივი ადმინისტრაცია ეხმარებათ.
აქ არ მუშაობს მობილური ტელეფონი, მაგრამ არის სატელიტური სიგნალი და, შესაბამისად, ინტერნეტი და ტელევიზორი მუშაობს.
სოფელში არის პატარა სასტუმრო - ერთი ღამე 500 რუბლი (დაახლოებით 8 დოლარი). ადგილობრივებიც აქირავებენ ოთახებს ტურისტებზე 250-300 რუბლად (დაახლოებით 5 დოლარად) კაცზე.
აქ არის სკოლაც, რომელშიც 30-მდე ბავშვი სწავლობს. თითოეულ კლასში 2-3 მოსწავლეა, მთელ სკოლაში კი სულ რაღაც 3-4 მასწავლებელი.
სამი წლის წინ, სოფელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ააშენეს. ყოველ კვირას იქ ლიტურგია ტარდება.
ტაძრის მახლობლად, ძმათა სასაფლაოს ადგილას, დგას მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნის აღსანიშნავად აღდგენილი ძეგლი. იქვე არის მუჰაჯირების ძეგლი, რომელიც 2014 წლის ივლისში დადგეს (მუჰაჯირები - აფხაზები/ადიღეელები/ჩერქეზები, რომლებიც მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, დიდი მსხვერპლის ფასად იძულებულები გახდნენ თურქეთში გადასახლებულიყვნენ მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორიები რუსეთის იმპერიამ დაიპყრო - JAMnews).
სოფელს აქვს ერთი მაღაზია და საკუთარი საცხობი. ამ საცხობს სხვა დანიშნულებაც აქვს - აქ ამბობენ, რომ ამზადებენ ქორწილისთვის მთელ სუფრას.
საცხოვრებელ სახლებს შორის იმალება ძველი, მიტოვებული წმინდა სამების ტაძარი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ წლების წინ ის სასულიერო პირმა იყიდა. მცირე რემონტი ჩაატარა, საკურთხეველი გააკეთა, ხატები დააწყო და წირვებს ატარებდა.
და ფსხუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - მთავარი გრძელი ქუჩის გასწვრივ ვიწრო მდინარე მოედინება.