მუქარა თავად არტურ საკუნცის პუბლიკაციის ქვეშ გამოქვეყნდა. უფლებადამცველმა ხელისუფლება დაადანაშაულა. ის წერს: „ ერთი რამ არ მესმის… სულ ცოტა ათი ადამიანი მაინც გყავთ მოკლული დღისით მზისით, ბევრი უკანონოდ წლობით გყავდათ ციხეში გამომწყვდეული, ქონება და საცხოვრებელი წაართვით, ასობით ათასი ადამიანი ქვეყნიდან წავიდა, და არავინ იცის, სად ცხოვრობენ, რომ თქვენს დაუსჯელ უსამართლობას გაქცეოდნენ, და კიდევ იმას ბედავთ, რომ თქვენი მონა-მორჩილები ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს მიუქსიოთ?“
მომხმარებელმა აშოტ ავანესიანმა ჩანაწერის ქვეშ შემდეგი შინაარსის კომენტარი დატოვა: „შენ – ალიევის აგენტი ხარ… ყოველ წამს მელოდე. მე იმათგანი არ ვარ, ვინც ზურგში ესვრის. პირისპირ გესვრი, 2-3 მეტრიდან 9-მმ-იანი ტყვიებით. მელოდე, საკუნც“.