– უჩვეულოა სომეხი გოგონა ასეთი გარეგნობით – ღიმილით მეუბნება ვერნისაჟზე სამკაულების გამყიდველი.
ცოტა ხნის წინათ კი, ბაზარში პროდუქტის შეძენისას გამყიდველი მეკითხება: უკაცრავად გოგონა, მე ხანშიშესული ქალი ვარ, შეიძლება ბევრი რამ არ მესმის, მაგრამ ეს რამეს ნიშნავს?
– არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ მომწონს.
– მტკივნეული არ იყო? არ შეგეშინდა? მშობლებმა როგორ მიიღეს?- მეკითხება ახალგაზრდა კონსულტანტი მობილური ტელეფონების მომსახურების ცნტრში.
– თავიდან არ მოსწონდათ, მაგრამ მერე შეეჩვივნენ. თუ რაღაც გინდათ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ, – ვპასუხობ.
და ასე ყოველ დღე. სინამდვილეში, მუდმივად რომ არ მეკითხებოდნენ, თუ რატომ გავაკეთე ეს, ალბათ დამავიწყდებოდა , რომ ამ სამკაულებს ვატარებ. მაღიზიანებს კიდეც, მაგრამ გადავწყვიტე, მომავალ წელს მესამეც გავიკეთო.