სომხეთმა და ევროკავშირმა დაასრულეს მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი და გაფრთოებული პარტნიორობის შესახებ
გაზიარება
გაზიარება
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გახდა სომხეთსა და ევროკავშირს შორის დადებული ჩარჩო ხელშეკრულება. და დღეს კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები დაასრულეს. ახალი სამართლებრივი დოკუმენტი – შეთანხმება ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ – სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების რეალურ მოცულობასა და სიღრმეს ასახავს“, – თქვა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ საგსიანმა, როდესაც ევროსაბჭოს მეთაურთან დონალდ ტუსკთან შეხვედრას აჯამებდა.
სომხური მხარე პროგრესად მიიჩნევს ასევე ცალკეულ სფეროებში თანამშრომლობის პროგრამების, კერძოდ, ინოვაციური პროგრამის „ჰორიზონტი 2020“, და მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული პროექტის ხელმოწერას. გრძელდება სამუშაოები საერთო ავიაზონის შესახებ შეთანხმებაზე, იწყება მუშაობა ქვეყნის ჩასაბმელად პროექტში „შემოქმედებითი ევროპა“.
სომხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გასული ორი წლის განმავლობაში სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა: გაუმჯობესდა პოლიტიკური დიალოგი, გაფართოვდა თანამშრომლობა სხვადასხვა დარგში:
„ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასაც, რაც რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციით არის გამყარებული. ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გაფართოებასა და გაღრმავებაზე“.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელგიაში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტ სერჟ სარგისანის შეხვედრები სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან და სომხური სათვისტომოს მეწარმეთა ჯგუფთან.