სომხეთის წარმომადგენლებმა სოჭში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს ოთხი მედალი, რომელთაგან ორი ოქროსია.
ოქროს მედლები მოიპოვეს გრიგორ მხითარიანმა და ტიგრან კირაკოსიანმა. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ მაქსიმ მანუკიანი და არსენ ხანჯიანი.
დასრულდა ასევე ახალგაზრდებსა და იუნიორებს შორის სამბოს ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, სადაც სომეხმა სამბისტებმა რვა მედალი მოიპოვეს. მათ შორის ოთხი – ბრინჯაოსია, სამი – ვერცხლის, ერთი კი – ოქროსი.
სომეხმა სპორტსმენმა ანა მკრტიჩიანმა კიდევ ერთი მედალი დაიმსახურა. 81 კგ. წონით კატეგორიაში მან ვერცხლი მოიპოვა.