სომეხი პროგრამისტების მიერ შემუშავებულ დანართს SoloLearn-ს Facebook-ის ყოველწლიური კონკურსის FbStart-ის მთავარი პრიზი ერგო.
დანართი SoloLearn ადამიანებს პროგრამირების ენას iOS და Android ოპერაციული სისტემების საშუალებით ასწავლის.
„დანართის მიზანია მომხმარებელს სათამაშო მექანიკის საშუალებით პროგრამირების ენებით კოდირება შეასწავლოს. შემოთავაზებულია 12 უფასო კურსი, მათ შორის შემდეგი ენების – JavaScript, Swift, Python, C++ და HTML/CSS“, – განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა დავიდ კოჩარიანმა.
კომპანიის წარმომადგენლები ასევე იუწყებიან, რომ SoloLearn-ის საშუალებით დღის განმავლობაში შესაძლებელია ათობით ათასი ინტერაქტიური „სავარჯიშოს“ ამოხსნა. ამ დანართით უკვე 17 მილიონი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის 1,5 მილიონი – ყოველდღიურად.
Facebook-მა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა 900 განაცხადი მიიღო 87 ქვეყნიდან.