2014 წელს საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შემსწავლელი სამწლიანი პროექტი აამოქმედა. ამ პროექტის ფარგლებში მთელი მსოფლიოდან ჩამოსული რამდენიმე მეცნიერი იკვლევდა შულავერის მთისა და გადაჭრილი მთის უძველეს ქართულ დასახლებებს. ეს სოფლები თბილისიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.
მეცნიერებმა ამ ადგილებში აღმოჩენილი თიხის ნატეხები შეისწავლეს. ღვინის ძმრის გარდა, მათ ჭურჭლის სავარაუდო ასაკის განსაზღვრაც შეძლეს. ეს ღვინის მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი ყველაზე ადრინდელი კვალია. ამის შესახებ წერია ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ ProceedingsoftheNationalAcademyofSciences (PNAS)-ში გამოქვეყნებული სტატიაში, – იუწყება BBC.
“ღვინის წარმოება უძველეს დროში ახლო აღმოსავლეთში ცივილიზაციის განვითრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა. ის მედიცინის, ეკონომიკისა და სოციალური კავშირების განვითრების მძლავრი კატალიზატორი გახდა“, – უთხრა BBC-ის სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა, ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსმა მეციერ-თანამშრომელმა სტივენ ბატიუკმა.