553 ხმით ევროპარლამენტარებმა საქართველოს ვიზალიებრალიზაციას მხარი დაუჭირეს. ბრიუსელში დილიდან მიმდინარეობდა ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას განიხილავდნენ.
ეს იყო ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ახალი რეგულაცია ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში შევა ძალაში. ეს პროცედურები, სავარუდოდ, მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყოსში დასრულდება.
ვინდაროგორისარგებლებსუვიზომიმოსვლით:
საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში (და ასევე ამ ზონაში შესვლის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია) 180 დღეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლება და ასევე შეეძლებათ შენგენის ზონის ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა;
იმ შემთხვევაში, თუ 90 დღეზე მეტხანს დარჩება, საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონიდან გამოაძევებენ. ჯერ დააკავებენ, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნებენ, რის შემდეგაც ის 5 წლის განმავლობაშისავიზო ლიბერალიზაციის ბენეფიტებით ვეღარ ისარგებლებს;
იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს, საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ბიომეტრიული პასპორტი, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი. ყველა ამ დოკუმენტს საქართველოს მოქალაქე წარადგენს საზღვარზე და არა საკონსულოში;
ვიზალიბერალიზაცია არ ეხება სამუშაო ან გრძელვადიან სასწავლო ვიზებს. ასეთი ვიზების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულოებს უნდა მიმართონ.
რაშემთხვევაშიშეიძლებაშეჩერდესუვიზომიმოსვლა?
თუ არ ვითანამშრომლებთ რეადმისიაზე. შეთანხმება მიგრანტების უკან დაბრუნებაზე.
თუ საგრძნობლად გაიზარდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. 3 თუ საგრძნობლად გაიზარდება ევროკავშირის ტერიტორიის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები.