სამხრეთი ოსეთი პრეზიდენტს ირჩევს
დღეს, 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში ერთდროულად ტარდება პრეზიდენტის არჩევნები და რეფერენდუმი მისთვის სახელის „სახელმწიფო სამხრეთი ოსეთი-ალანიად“ შეცვლის თაობაზე.
საქართველო, რომელიც სამხრეთ ოსეთს თავისი ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილად მიიჩნევს, რეფერენდუმსაც და საპეზიდენტო არჩევნებსაც განიხილავს არალეგიტიმურ ქმედებებად, რომლებსაც სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება.
არსებობს სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტობის სამი კანდიდატი:
[yes_list]
- მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი;
- პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი;
- და ადგილობრივი КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
[/yes_list]
ეს ორი უკანასკნელი თავის საარჩევნო კამპანიას უმეტესწილად მოქმედი ხელისუფლების კრიტიკაზე აგებს, მას არაეფექტურსა და მხოლოდ რუსულ დოტაციაზე დამოკიდებულს უწოდებს.
მოქმედი პრეზიდენტის, თიბილოვის ლოზუნგია – „ სტაბილურობა და განვითარება“.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტი თიბილოვი მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა – იმ ქვეყნის მეთაურმა, რომლის დოტაციითაც ყალიბდება სამხრეთი ოსეთის ბიუჯეტის 90 პროცენტზე მეტი.
ამასთან, სამხრეთი ოსეთის რუსეთთან შეერთებისა და რეფერენდუმების შედეგების მიხედვით, რესპუბლიკისთვის სახელის „ სახელმწიფო სამხრეთი ოსეთი-ალანიად“ შეცვლის იდეას სამივე კანდიდატი იზიარებს.
რესპუბლიკის ტერიტორიაზე სულ 77 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 5 – რუსეთის ტერიტორიაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რესპუბლიკაში დარეგისტრირებულია 32,736 ათასი ამომრჩეველი, თუმცა ამომრჩეველთა საბოლოო სიები ჯერაც არ არსებობს.
აქტივობის ზღვარი 50-ს პლუს ერთი პროცენტია. გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50 პროცენტზე მეტი ესაჭიროება.
მოქმედი ხელისუფლების ოპონენტები ყველაზე მეტ გაყალბების შემთხვევას ჩრდილოეთი ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამ საარჩევნო უბანში ვარაუდობენ.
7 აპრილის საპროტესტო აქცია ვლადიკავკაზში
ყველაზე სახასიათო კომენტარები არჩევნების წინ ფეისბუკის ოსურ სეგმენტში:
„თუ გინდათ, ოსი კადიროვი გყავდეთ – ხმა ბიბილოვს მიეცით!“
„ადამიანები დაესაქმებინათ, და არჩევნების დროს ეს „სიმწვავეც“ არ იქნებოდა“
„ნუ ჩხუბობთ, ბატონებო! უკანასკნელ პრეზიდენტს ხომ არ ვირჩევთ… ნერვებს გაუფრთხილდით“
„მხოლოდ დამოუკიდებელი, სუვერენული სამხრეთი ოსეთი თავისი არმიით, და არავითარი ინტეგრაცია არავითარ სხვა სახელმწიფოში!!!“
საქართველო, 1990 წლის საქართველო-ოსეთის კონფლიქტიდან მოყოლებული, აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სამხრეთი ოსეთი მისი ნაწილია, და სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას „არალეგიტიმურად და ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევად მიიჩნევს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა: „ამ აქციებს არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, ეს ყველაფერი მისაღები არ იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, და საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს“.
ოპოციციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე სამხრეთი ოსეთის რეფერენდუმსა და არჩევნებს „ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის აქტივობას“ უწოდებს. მისი აზრით, „ეს ყველაფერი ორმაგ მიზანს ემსახურება – კავკასიის რეგიონზე გავლენის მოხდენას და დასავლეთთან ურთიერთობაში ამ ყველაფრის ბერკეტებად გამოყენებას“.