საკიონსტიტუციო სასამართლომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შეძენა–შენახვისთვის პატიმრობა გააუქმა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვისთვის პატიმრობა გააუქმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
ბოლნისის რაიონული სასამართლო მიუთითებდა, რომ ხსენებულ სადავო ნორმას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი ჰქონდა და შესაბამისად მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
28 წლის მუსიკოსის ბექა წიქარიშვილის 2015 წლის ივნისში მარიხუანას მოხმარებისა და შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, მას და 7-დან-11 წლამდე ციხე ემუქრებოდა.
წიქარიშვილმა ციხეში 18 დღე გაატარა, შემდეგ გირაოს სანაცვლოდ, გათვისუფლდა და წელიწადზე მეტი სასამართლოს განაჩენს ელოდა.
საქმეზე– “ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გასული წლის 24 ოქტომბერს გამოიტანა.
სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება არაკონსტიტუციურია.
ბოლო გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ კანონის მიხედვით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ექვივალენტურ მასად 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა არის მიჩნეული. შესაბამისად, ამ რაოდენობის ნედლი მახიუანას შეძენა-შემნახვაც პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს.
• ნარკოპოლიტიკა საქართველოში- ყველაფერი ამის შესახებ
- ამ დრომდე ქართული კანონმდებლობა მარიხაუანას მოხმარების პირველ გამოვლინებაზე ადმინისტრაციულ სასჯელს – ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ითვალისწინებს, რეციდივის შემთხვევაში კი – უკვე სისხლის სამართლის სასჯელს.
- მეორადი მოხმარების შემთხვევაში სასჯელი 2 წლამდე ციხეს ითვალისწინებს, ხოლო შენახვა–გაყიდვაში ბრალდებულს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
- საქართველოში საზოგადოების ნაწილი, დიდი ხანია, ითხოვს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას. პერმანენტულად იმართება აქციები, სადაც მთავარი მოთხოვნა ადამიანის უფლებების შემლახავი ნარკოპოლიტიკის შეცვლაა.
- 2016 წელს მარიხუანას მოხმარების გამო გამოწვეული პრობლემებით სამედიცონო დაწესებულებებს მხოლოდ 12- ჯერ მიმართეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ნარკოტესტირებას ყოველწლიურად 50 ათასი ადამინი ექმედებარება.
- ბოლო 7 წლის განმავლობაში იძულებით ნარკოტესტირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი გამოიყო.
- ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაკავებულების მხოლოდ 35 პროცენტს დაუდასტურდა.