კატალონია მადრიდის გეგმას უარყოფს და დამოუკიდებლობას ითხოვს
გაზიარება
გაზიარება
ბარსელონაში პროტესტი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობების ANC-ის (კატალონიის ეროვნული ასამბლეა) და Omnium Cutural-ის მიერ არის ორგანიზებული. ახლანდელი მასშტაბური აქციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ორი კატალონიელი ლიდერის – ჟორდი სანჩესისა და ჟორდი კუშარტის დაპატიმრება. 21 ოქტომბერი 2017. REUTERS/Rafael Marchante
შაბათს, 21 ოქტომბერს, სულ ცოტა, 450 ათასი ადამიანი გამოვიდა ბარსელონის ქუჩებში ლოზუნგით „თავისუფლება და დამოუკიდებლობა“.
კატალონიის პრემიერ-მინისტრმა კარლეს პუტჩდემონმა განაცხადა, რომ რეგიონი უარყოფს მადრიდის გეგმას პირდაპირი მმართველობის შემოღებასთან დაკავშირებით. მან ამ ინიციატივას კატალონიის სახელმწიფოებრიობისთვის მიყენებული ყველაზე სერიოზული დარტყმა უწოდა გენერალ ფრანკოს დროის შემდეგ, რომელიც ესპანეთს 1939 წლიდან 1975 წლამდე მართავდა, და რომლის დროსაც რეგიონის ავტონომია გაუქმდა, – იუწყება ВВС.
უზარზარი ბორკილები როგორც მადრიდის მხრიდან კატალონიის შევიწროების სიმბოლო. 21 ოქტომბერი 2017. REUTERS/Rafael Marchante
რამდენიმე დღით ადრე ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ კატალონიის ხელმძღვანელობის გადაყენებისა და მისი პარლამენტისთვის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განცხადა
პუტჩდემონის თქმით, ესპანეთის მთავრობა კატალონიელების ნების დემოკრატიულად გამოხატვის წინააღმდეგ მოქმედებს და უარს ამბობს დიალოგზე. მან რეგიონის საპარლამენტო სესიის მოწვევის შესახებ განაცხადა, რათა მადრიდის ქმედებებთან დაკავშირებით პასუხის შესახებ იმსჯელონ.
პუტჩდემონმა ევროკავშირის მოქალაქეებს ინგლისურ ენაზე მიმართა და განაცხადა, რომ კატალონიაში „ძირითად ევროპულ ფასეულობებს“ საფრთხე შეექმნა.
ასობით ათასი პროტესტანტი კატალონიის დროშებით. 21 ოქტომბერი 2017. REUTERS/Gonzalo Fuentes