საქართველოს თავდაცვისყოფილმამინისტრმაირაკლიოქრუაშვილმაახალიოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებულისაქართველოს“ პრეზენტაციაგამართა.
ოქრუაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკურიმოძრაობა „ეროვნულიფორუმის“ ყოფილმაწევრმაგუბაზსანიკიძემ, უზენაესისასამართლოსყოფილმათავმჯდომარემკოტეკემულარიამდაპარლამენტისყოფილმაწევრმა ვალერიგელბახიანმა წარადგინეს.
ახალი ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის არიან ასევე სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი და კომიკოსი ნიკა რამიშვილი.
როგორცოქრუაშვილმაპრეზენტაციაზეგანაცხადა, ახალი მოძრაობა მთელ საქართველოში მხარდამჭერთა მობილიზებას იწყებს და ოქტომბერში დიდ ყრილობას გამართავს.
გუბაზ სანიკიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალი მოძრაობა ქვეყანას ახალ, ალტერნატიულ გზას სთავაზობს.
„ დღეს საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას. ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისულება და მისი თავი კაცი, მიემართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე, სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი კერძო ინტერესით….სადაც სახელწიფო იმართება ერთი ადამიანს სურვილით და არა კანონით,” – განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ახალი მოძრაობა ქვეყანას “მეორე გზას” სთავაზობს, სადაც გაგრძელდება რეფორმები და ქვეყანას განვითარების პერსპექტივა ექნება.
როგორც თავის მხრივ კოტე კემულარიამ აღნიშნა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ”დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე” ემუქრება. მისი თქმით, “ხელისუფლებაში ოლიგარქების დრო წავიდა”, რასაც უკრაინის მაგალითიც ადასტურებს.
რობაქიძე ოქრუაშვილის წინააღმდეგ
ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციის დაწყებამდე “შერატონ მეტეხი პალასში”, სადაც ის იმართებოდა, 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მივიდა და ახალი ორგანიზაციის დაარსება გააპროტესტა. მან ოქრუაშვილს კრიმინალი უწოდა და განაცხადა, რომ “პოლიტიკაში დაბრუნების საშუალებას არ მისცემს”.
ბუტა რობაქიძის დაღუპვის დროს შს მინისტრი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო.
საპასუხოდ ოქრუაშვილმა თავის კომენტარში განაცხადა, რომ „ამადამიანსთურაიმეპრეტენზიაგააჩნია, მისისამეგობროადღესსასამართლო, პროკურატურადააღმასრულებელიხელისუფლება. თავისიპრეტენზიებიშეუძლიადააფიქსიროსიქ. ანთურამეუშუალოსაუბარიუნდაჩემთან, იცისსადდაროგორუნდამომძებნოს”.