მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა. 31-ვე უბნის დათვლის შედეგად კახაძემ ხმების 62% მოიპოვა, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს – 38% .
ლადო კახაძემ ყველა მის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ოპოზიციის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, მისალოცი არჩევნების შედეგებში არაფერია, ვინაიდან ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ არჩევნები კიდევ ერთხელ ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარდა.
“ჩვენი გუნდის ძალისხმევა… დღეს არ გახდა საკმარისი წარმატების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამ სურათს შევცვლით და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ხვალ. სამწუხაროდ ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით, როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და აქტიურად შენი პოზიციის დაფიქსირება”, – განაცხადა შავგულიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 41.23% იყო, რამაც გადააჭარბა აქტივობას არჩევნების პირველ ტურში.
ცესკო აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესში ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვან დარღვევებს. ამავდროულად, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მობილიზებული იყვნენ საარჩევნო უბნებთან, სადაც ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ და მათზე ზეწოლას ახდენდნენ.
• გია ნოდიას თვალსაზრისი: არჩევნები და ოპოზიციური პესიმიზმი
მოხდა რამდენიმე ინციდენტი, როდესაც “ქართული ოცნების” აქტივისტები ოპოზიციის დამკვირვებლებს თავს დაესხნენ ან შეურაცხყოფა მიაყენეს.
#მეორეტურიმთაწმინდაზე – საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები" ვიდეოს ავრცელებს, სადაც მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტი ჩანსვრცლად: http://tbl.ge/3r3a
Posted by ტაბულა • Tabula on კვირა, 09 ივნისი, 2019
ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
⭕️ ქართული ოცნების აქტივისტებმა დამკვირვებლებს მე-18 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ⭕️ დამკვირვებლები ყვებიან, რომ მათ ჯერ კაცმა შეაგინათ, შემდეგ კი ქალმა ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადა 👇
Posted by ტაბულა • Tabula on კვირა, 09 ივნისი, 2019
მმართველი პარტია
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გააკეთა “ქართული ოცნების” კანდიდატს გამარჯვება მიულოცა, რადგან, მისი თქმით, “წინასწარი მონაცემები” მის გამარჯვებას ადასტურებს.
“შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად, სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა კალაძემ.
ოპოზიცია
ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა და ამის საშუალებით არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
“დღეს „ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით. ეს არის „ქართული ოცნების” სტილი”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
ამავე დროს, მან გამოთქვა იმედი, რომ ამომრჩევლები არ დაემორჩილნენ ზეწოლას და ხმა საკუთარი სინდისის შესაბამისად მისცეს.