რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 დეკემბერს მეთოთხმეტეჯერ გამართა დიდი, ყოველწლიური პრეს-კონფერენცია და 3 საათისა და 45 წუთის განმავლობაში 61 შეკითხვას უპასუხა. JAMnews გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუ რა თქვა მან საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.
ქერჩის სრუტეში შეპყრობილი უკრაინელი მეზღვაურების შესახებ
„რაც შეეხება უკრაინელი სამხედროების მომავალს – ისინი იმ გათვლით გაგზავნეს, რომ ვიღაც მართლაც დაიღუპებოდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს არ მომხდარა. მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საქმის განხილვის შემდეგ გაირკვევა, როგორ მოვექცეთ მათ მომავალში“.
უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ
„არ მოსწონთ მოსკოვის მრევლი – ეყოლებათ სტამბოლის მრევლი. ნახეთ, [უკრაინის ეკლესიაზე-JAMnews] თურქული პატრიარქატის როგორი გავლენა იგრძნობა – დანიშნულებაც ესაა, და ძალიან ბევრი ფული, რაც ყველაზე მთავარია.
ჩემი აზრით, ბართლომეს მთავარი მამოძრავებელი მოტივი ეს არის – ამ ტერიტორიის დაქვემდებარება, და მერე ამით ფულის შოვნაც. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მამოძრავებელი მოტივი, და რასაკვირველია, ვაშინგტონიდან ნაკარნახევიც.
აშშ-ს საომარი გეგმების შესახებ
„ახლა აშშ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს – საშუალოდ და მცირე რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გამოდის. ამას რა უნდა ეშველოს? ძალიან რთული წარმოსადგენია, თუ როგორ განვითარდება მომავალში სიტუაცია. და თუ ეს რაკეტები ევროპაში გაჩნდება, რა უნდა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, გარკვეული ნაბიჯების გადადგმით ჩვენი უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ.
მერე ნუღარ იწრიპინებენ იმის თაობაზე, თითქოს ჩვენ რაღაც უპირატესობის მიღწევას ვცდილობთ. უპირატესობის მიღწევას კი არ ვცდილობთ, არამედ ბალანსს ვინარჩუნებთ და საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ.
დაქორწინების გეგმების შესახებ
„ვალდებული ვარ დავქორწინდე, როგორც წესიერ ადამიანს შეჰფერის“
სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქცია
„ხალხი მისგან სხვა რამეს ელოდა… დავიღალე, მივდივარ, ადამიანებო, მაპატიეთ! და წყალ-წყალა საუბარი მეცხრამეტედ ისევ გაიმეორა…“
„არ ვრთავ, თავს ვუფრთხილდები. უძლურებისგან მალე გავაფრენ…“
„მთავარი შეკითხვა არ გაისმა: „როდის დაახვევს?“
ეს პრეს-კონფერენცია არ არის. ეს არის რუსული ჟურნალისტიკის სასაფლაოს პანორამული გადაღება“.