ადრიანი დილიდან ერევნის ცენტრში, ჰაერში მრავალფეროვანი კვამლი ტრიალებდა – იწყებოდა „ფერადი მარათონი“ Yerevan Color Run-2017. მასში არამხოლოდ ერევნელი და ქვეყნის ოლქებიდან ჩამოსული ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას, არამედ უცხოელებიც.
გარბენის დაწყებამდე მონაწილეებმა ფიტნეს-მოთელვა ჩაატარეს, შემდეგ კი 5 კმ-იანი დისტანცია გაირბინეს, რომლის მთელ სიგრძეზეც მათ უვნებელი მრავალფეროვანი ფხვნილი დაყარეს.
INFO: „ფერადი გარბენი“ – საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება, მათ შორის აშშ-ში, ავსრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩილესა და ჩინეთში. ერევანში ამგვარი მარათონი მესამედ ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი – მონაწილეებისთვის მხოლოდ კარგი განწყობის შექმნა არ არის. „მრავალფეროვანი ფოიერვერკი“ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ახალგაზრდებში სირბილის კულტურის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.
Yerevan color run-იდან შემოსული თანხის ნაწილი ერევნის ცენტრში სპეციალიზებული სპორტული მოედანის Street Workout აგებას მოხმარდება. აქ შესაძლებელი იქნება უფასოდ ვარჯიში, მეორე ნაწილი გამიზნულია ერევანი-ბერდის საგზაო მონაკვეთის ასაშენებლად. შემოსავალი გარბენში მონაწილეობის გადასახადისგან შედგება. თითოეული მონაწილე 4000 დრამს (9 დოლარზე ნაკლებს) იხდის.
ფინიშთან პირველად მისული სამ-სამი ვაჟი და გოგონა პრიზებით დაჯილდოვდა.