დიდი შეწყალება აზერბაიჯანში: ცნობილი აქტივისტები და ოპოზიციონერები თავისუფლები არიან
გაზიარება
გაზიარება
შეწყალებულ პოლიტპატიმრებს შორის ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები არიან: გიას იბრაგიმოვი, ბაირამ მამედოვი, ილკინ რუსამზადე, გიოზიალ ბაირამლი და ფუად გარჰამანლი, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალი ინსანოვი.
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები მათ მიიჩნევენ პოლიტპატიმრებად და სინდისის პატიმრებად, რომლებიც გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს.
გაის იბრაგიმოვისა და ბაირამ მამედოვის დაპატიმრების შესახებ მათი დედები გვიამბობენ https://jam-news.net/матери-азербайджанских-узников-сове/?lang=ru
იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ პოლიტპატიმრები აზერბაიჯანის ციხეებში https://jam-news.net/что-значит-в-азербайджане-фраза-осуж/?lang=ru
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ შეწყალების შესახებ ხელმოწერილი განკარგულება მთლიანობაში 400 პატიმარს შეეხო.
გიას იბრაგიმოვი და ბაირამ მამედოვი – ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებმაც ჰეიდარ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკზე ანტისამთავრობო ლოზუნგი დაწერეს, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით, 10-10 წლით არიან მსჯავრდებულები;
გიოზიალ ბაირამლი – ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, კონტრაბანდაში ბრალდებით, 4 წლით არის მსჯავრდებული;
ფუად გაჰრამანლი – ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებისთვის, 10 წლით არის მსჯავრდებული;
ილკინ რუსტამზადე – საზოგადოებრივი მოძრაობა NIDA-ს აქტივისტი, რომელიც ჯარში არასაბრძოლო დანაკარგის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო, მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით, 8 წლით არის მსჯავრდებული;
ალი ინსანოვი – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, 11 წლით არის მსჯავრდებული – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი მას, უკანონო პრეპარატების შენახვისთვის, კიდევ 7 წელი დაუმატეს.
აზერბაიჯანში, მთლიანობაში, 120-ზე მეტ პოლიტპატიმარს ითვლიან, თუმცა მთავრობა მათ ასეთებად არ აღიარებს. ახლანდელი განკარგულებით 51 მათგანი გათავისუფლდა, თუმცა უმრავლესობა ჯერ ისევ ციხეში რჩება, მაგალითად – ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელსაც 2018 წელს, კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.