ბაქოს ქალაქის ხელმძღვანელობამ ოპოზიციურ პარტიას ყრილობის ჩასატარებლად ადგილი არ გამოუყო
გაზიარება
გაზიარება
პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს REAL–ის მიერ 29 ოქტომბერს დანიშნული დამფუძნებელი ყრილობა უფრო გვიანდელი დროისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ბაქოს კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს და რიგი სხვა კერძო დაწესებულების მიერ ორგანიზატორებისთვის ყრილობის ჩასატარებლად ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა გახდა.
ამის შესახებ REAL–ის დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს.
ბაქოს ქალაქის ხელისუფლებამ РЕАЛ–ის მიერ ყრილობის ჩასატარებლად ადგილის გამოყოფის შესახებ თხოვნის ახლახან გაგზავნილ წერილს უარით უპასუხა – წერილში ნათქვამია, რომ ყველა შეთავაზებულ ადგილას ერთდროულად ტარდება კინოჩვენებები.
ყრილობის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრები 4, 5, 11, 12, 18, 19, 25, 26 ნოემბერს ან დეკემბრის პირველი კვირის ბოლოს ყრილობის ჩასატარებლად შენობის გამოყოფის მოთხოვნით კვლავ მიმართავენ სახელმწიფო ორგანოებს.
REAL -ს, ოფიციალური სტრუქტურებისგან მიღებული პასუხისგან დამოუკიდებლად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ყრილობის ამ წლის დასასრულამდე ჩატარება.
იქამდე ორი დღით ადრე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანს ოფიციალურდ აცნობა საკუთარი გადაწყვეტილების – იმ იურიდიული ქმედებების დაწყების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ილგარ მამედოვის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტის სისრულეში მოსაყვანად.
„დღევანდელი დროებითი რეზოლუციით კომიტეტმა აზერბაიჯანს საშუალება მისცა, რომ 29 ნოემბრამდე საკუთარი აზრი წერილობითი ფორმით წარადგინოს. თუკი ამ დროისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილება არ აღსრულდება, მინისტრთა კაბინეტი 5 დეკემბერს იმსჯელებს კიდევ ერთ შუალედურ რეზოლუციაზე, როლის მიხედვითაც, საქმე ევროპის სასამართლოს დაუბრუნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„REAL“ 2009 წელს შეიქმნა და პრეზიდენტად ერთი პიროვნების ორზე მეტი ვადით არჩევა აკრძალა.
მოძრაობის ლიდერი ილგარ მამედოვი 2013 წლის იანვარში ისმაილინსკის რაიონში არეულობის მოწყობის საეჭვო ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ მისი დაპატიმრება არამართლზომიერად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების დადგენილება გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ ეს გადაწყვეტილება 2014 წლის მაისშია მიღებული, მაგრამ აქამდე სისრულეში მოყვანილი არ არის.