ერთ-ერთ ფოტოზე არის წარწერა: “ეს გალია ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის, საზოგადოებრივი ფონდის IDEA-ს დაამარსებლისა და ხელმძღვანელის, ლეილა ალიევას ინიციატივითა და მხარდაჭერით, ვეფხვისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით აშენდა”.
ბაქოს ზოოპარკში, რომელიც უკვე 80 წელიწადზე მეტია, არსებობს, სარეკონსტრუქციო და აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ განაცხადა საზოგადოებრივი გაერთიანება IDEA-ს ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფროსმა ქალიშვილმა, ლეილა ალიევამ, რომელმაც ზოოპარკი რამდენიმე დღის წინ მოინახულა.
სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფრაგლებში იგეგმებაპარკის ტერიტორიის თითქმის ორჯერ გაფართოება. გაუმჯობესდება ცხოველების მოვლის პირობებიც. იგეგმება ასევე სხვადასხვა გასართობი ობიექტის მშენებლობა. ზოოპარკში ცხოველებისთვის უფრო ბუნებრივი, თანამედროვე დიზაინით გაწყობილი გარემო შეიქმნება. აქ ასევე აშენდება საგანგებო კარანტინის ზონა და სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილი და ავადმყოფი ცხოველებისთვის.
ზოოპარკის დირექტორი გვიამბობს, რომ ახლა ყველაზე ცუდად ველური ცხოველები გრძნობენ თავს , რადგან მათ ვიწრო ვოლიერები აქვთ. ყველა მეტად დათვებს, მგლებსა და ტურებს უჭირთ. გუსეინოვმა დასძინა, რომ პირველ რიგში უკვე არსებული ცხოველების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, შემდეგ კი უკვე ახალი სახეობების შეძენაზეც შეიძლება ფიქრი.
ბაქოს ზოოპარკი 1928 წელს გაიხსნა.
ზოოპარკის მთლიანი ფართობი 4,25 ჰექტარს შეადგენს.
ამჟამად ბაქოს ზოოპარკში დაახლოებით 150 სახეობის 1200 ცხოველია.