არცახის პარლამენტში გამართული დახურული, ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტად ისევ ბაკო სააკიანი აირჩიეს. მას ეროვნული საკრებულოს სამმა ფრაქციამ დაუჭირა მხარი. სააკიანი გარდამავალი სამი წლით არის პრეზიდენტად არჩეული.
საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, რომელიც 2017 წლის 20 თებერვალს ჩატარდა, ყარაბაღში მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა დამტკიცდა. ის 2020 წელს შევა ძალაში. მაგრამ უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ყარაბაღის მართვა გარდამავალ რეჟიმში მოხდება. და ამ ეტაპზე მთიანი ყარაბღის ხელმძღვანელი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ახლა პარლამენტის დეპუტატებმა აირჩიეს.
როგორც სომხეთის მედია იუწყება, მეორე პრეტენდენტმა – ედუარდ აგაბეკიანმა, რომლის კანდიდატურაც ფრაქცია „მოძრაობა 88“-მ წამოაყენა, 32-დან 4 ხმა მიიღო.
JAMnews ყარაბაღში არსებული წინასაარჩევნო სიტუციის შესახებ დაწვრილებით იუწყებოდა შემდეგ სტატიაში:
https://jam-news.net/?p=49064&lang=ka
ტერმინები, ტოპონიმები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ისა და მისი ცალკეული თანამშრომლების შეხედულებებსა და მოსაზრებებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციების ისეთი კომენტარები, რომლებიც შერაცხმყოფელად, მუქარისა და ძალადობის მოწოდების შემცველად იქნება მიჩნეული, ანდა ეთნიკური ან რაიმე სხვა მიზეზით მიუღებელი აღმოჩნდება.