აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევა სკანდალად იქცა და აფხაზეთს ახალ პოლიტიკურ კრიზისს უქადის.
ფიგურა კითხვის ნიშნის ქვეშაა. წესები კი ასეთია: იმისთვის, რომ არჩეული მოსამართლე გახდეს, კანდიდატმა პარლამენტის მთელი შემადგენლობის ხმათა 2/3 უნდა მიიღოს. უკანასკნელ სხდომაზე მას 35 დეპუტატიდან ხმა 23-მა მისცა. საპარლამენტო უმრავლესობამ ხმათა ეს რაოდენობა არჩევისთვის საკმარისად მიიჩნია.
თუმცა, ოპოზიციამ მაჩვენებელი – 2/3 – დეპუტატების რაოდენობას შეუსაბამა და მიიღო არამრგვალი რიცხვი: 23,333. გამოდის, რომ კვალიფიციური უმრავლესობა არის 24, და არა – 23 დეპუტატის ხმა.
იმ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია ის, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ორ კანდიდატურას წარადგენს. ერთ-ერთი ასეთ კანდიდატი, რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში წარადგინა, დიანა ფილია გახდა. თუმცა, მეორე კვოტასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. პარლამენტში წარდგენილმა უკვე რამდენიმე კანდიდატურამ ხმათა აუცილებელი რაოდენობის დაგროვება ვერ შეძლო
თუმცა, ამ კომისიამ ვერ შეძლო განესზღვრა, გადააჭარბა თუ არა პრეზიდენტმა საკუთარ საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს, როდესაც ტერორიზმში მსჯავრდებული შეიწყალა.
პარლამენტმა მიიჩნია, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო, მაგრამ ამისთვის მისი ფორმირების დასრულება იყო საჭირო – დარჩენილი ბოლო მოსამართლის დანიშვნა.
ჩაკეტილი წრეც სწორედ აქედან იწყება.
ოპოზიცია იანვარში ითხოვდა, რომ პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობიდან დროებით ჩამოეშორებინა თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაურ არშბა. ხაჯიმბა თავიდან დათანხმდა, შემდეგ კი უარი განაცხადა.
მაშინ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევისას ხმის მიცემაზე უარი განაცხადა. ისინი აცხადებენ, რომ ჯერ პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს დანაპირები და არშბა თანამდებობას ჩამოაშოროს.
მოსამართლის საბოლოო დამტკიცება ისევ ჰაერშია გამოკიდებული და რაც ყველაზე მეტად საინტერესოა – ამ საკითხის გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა, რომელსაც ახალი მოსამართლის გარეშე მუშაობის დაწყება არ შეუძლია.
მასალა მომზადებულია სოხუმელი კორესპონდენტის მიერ. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო