აშშ-ს სენატის 40-ზე მეტი წევრი ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.
„ აშშ-მ და მოკავშირეებმა რუსეთის სამხედრო აგრესიაზესწრაფი რეაგირება უნდა მოახდინონ. სამხედრო ოპერაციამ შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში უსაფრთხო გასვლა უნდა უზრუნველყოს. მსოფლიომ ერთობლივად უნდა შეაჩეროს რუსეთის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიაზე შეტევა“ — ნათქვამია მათ მიერ მიღებულრეზოლუციაში.
ქერჩის სრუტე, რომელიც აზოვის ზღვას შავ ზღვასთან აერთებს – არის აკვატორია, რომლითაც რუსეთი და უკრაინა ერთობლივად სარგებლობენ. ამის შესახებ ორ ქვეყანას შორის ერთობლივ შეთანხმებაშია ნათქვამი.
2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და ქერჩის სრუტე თავის ტერიტორიულ წყლებად გამოაცხადა.
უახლოეს წარსულამდე ამ რაიონში კონფლიქტების თავიდან აცილება ხერხდებოდა.
სიტუაცია 2018 წლის 25 ნოემბერს შეიცვალა.
როგორ იქცა ქერჩის სრუტე ცხელ წერტილად
25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა მესაზღვრეებმა, რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, სამ უკრაინულ გემზე შეტევა განახორციელეს და დააკავეს. სამი ადამიანი დაიჭრა. გემების 24 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი დააპატიმრეს. საპასუხოდ, კიევმა ქვეყნის 10 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და 16-დან 60 წლამდე მამრობით სქესისრუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
რეაქცია
ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებები აშშ-მ და ევროკავშირმა დაგმეს.
ამ მიზეზით, არგენტინაში გამართულ სამიტზე ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა გადაიდო. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის, ჯონ ბოლტონის თქმით, ეს შეხვედრა ვერ შედგება მანამ, სანამ გემებსა და ეკიპაჟის წევრებს არ გაათავისუფლებენ.
აშშ-ს სენატორების მიერ მიღებული რეზოლუციის აღსრულება სავალდებულო არ არის, თუმცა, ის თვალსაჩინოდ ცხადყოფს ამერიკელი კანონმდებლების განწყობას.