აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების „ნებართვა გასცა“. არჩევნები დაახლოებით სამ თვეში გაიმართება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
თავიდან აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში იყო დანიშნული.
28 ნოემბერს მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“ პარლამენტის დათხოვნისა და ახალი დეპუტატების შეგროვების შეთავაზებით გამოვიდა, რათა ამით პრეზიდენტის კურსისა და მის მიერ გატარებული რეფორმებისთვის დაეჭირა მხარი.
2 დეკემბერსპარლამენტმა (რომელიც ძირითადად პარტია „ენი აზერბაიჯანის“ წევრებისგან შედგება) თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას და პრეზიდენტს შესაბამისი მიმართვა გაუგზავნა.
იმავე დღეს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართა, და4 დეკემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს წინადადება კონსტიტუციას შეესაბამება.
რა იქნება ამის შემდეგ?
ახლანდელი პარლამენტი მხოლოდ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდეიარსებებს, მაგრამ ახალ კანონებსა და გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს.
ოპოზიციის ნაწილი უკვე აქტიურად ემზადება ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, და ეს პარლამენტში მოხვედრის შანსად მიაჩნიათ.
სხვა ოპოზიციონერები ამ არჩევნებისთვისბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ეს არჩევნები არადემოკრატიული და არასამართლიანი იქნება.
ფოტო: აზერბაიჯანის პარლამენტის შენობა.
რას ნიშნავს ეს?
ყველაზე პოპულარული არაოფიციალური ვერსიის თანახმად, მომხდარი – ეს არის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მისი ცოლისთვის, მეჰრიბან ალიევასთვის ხელისუფლების გადაცემის ერთ-ერთი ეტაპი. მეჰრიბან ალიევა ახლა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
უფრო დაწვრილებით აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნისა და საზოგადოების რეაქციის შესახებ იხილეთ აქ .